https://sputnik-georgia.com/20220914/farkasma-tqva-is-rasac-degnani-ver-ambobs-deputatebi-270416721.html
ფარკასმა თქვა ის, რასაც აშშ-ის ელჩი ღიად ვერ ამბობს - ქართველი დეპუტატები
ფარკასმა თქვა ის, რასაც აშშ-ის ელჩი ღიად ვერ ამბობს - ქართველი დეპუტატები
Sputnik საქართველო
მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა კომენტარი გააკეთეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუზე. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T14:14+0400
2022-09-14T14:14+0400
2022-09-14T20:59+0400
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
აშშ
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8d7cbcebf72699a2d4aa8b91f7f957f1.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პირით გადმოგვცა ის, რისი თქმაც თვითონ ვერ გაბედა – მოუწოდა საქართველოს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მას სამხედრო კომპონენტით დაუპირისპირდეს, ნათქვამია იმ დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვეს.პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".ასეთი კომენტარი გააკეთეს დეპუტატებმა „რადიო თავისუფლებისთვის" ფარკასის მიერ მიცემულ ინტერვიუზე და აღნიშნეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტი და ეს რადიო აშშ-ის საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან, შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილის ოფიციალურ სტრუქტურებთან დაკავშირება შეიძლება.დეპუტატების თქმით, ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო". კითხვაზე, რა მოხდება, თუ საქართველოში მაინც გაიხსნება მეორე ფრონტი, ფარკასმა უპასუხა: „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებს (რუსეთი)".დეპუტატები: აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის იყენებს>>„თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე", – აღნიშნულია განცხადებაში.საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_49:0:1893:1383_1920x0_80_0_0_9f5dcf886d2a52bcddc205d31fefa48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, აშშ , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, აშშ , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ფარკასმა თქვა ის, რასაც აშშ-ის ელჩი ღიად ვერ ამბობს - ქართველი დეპუტატები
14:14 14.09.2022 (განახლებულია: 20:59 14.09.2022) მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა კომენტარი გააკეთეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუზე.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პირით გადმოგვცა ის, რისი თქმაც თვითონ ვერ გაბედა – მოუწოდა საქართველოს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მას სამხედრო კომპონენტით დაუპირისპირდეს, ნათქვამია იმ დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვეს.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
„ქალბატონმა ფარკასმა პრაქტიკულად საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს... მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ", – ნათქვამია განცხადებაში.
ასეთი კომენტარი გააკეთეს დეპუტატებმა „რადიო თავისუფლებისთვის" ფარკასის მიერ მიცემულ ინტერვიუზე და აღნიშნეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტი და ეს რადიო აშშ-ის საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან, შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილის ოფიციალურ სტრუქტურებთან დაკავშირება შეიძლება.
დეპუტატების თქმით, ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო". კითხვაზე, რა მოხდება, თუ საქართველოში მაინც გაიხსნება მეორე ფრონტი, ფარკასმა უპასუხა: „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებს (რუსეთი)".
„თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.