დეპუტატები: აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის იყენებს

© photo: Sputnikმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
დეპუტატების თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-2012 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მიზნით საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკულ აგენტურას იყენებს, ნათქვამია იმ დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ დღეს აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას იყენებს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატების განმარტებით, პარტნიორი ქვეყნის აგენტობა ისეთივე სამშობლოს ღალატია, როგორც ოკუპანტი ქვეყნის აგენტობა.
მათი თქმით, 1990-იანი წლების ბოლოდან აშშ-ის საელჩომ „საკუთარი ხალხი“ თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში „შეიყვანა“, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-2012 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.
დეპუტატებმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა წერილი სათაურით „ამერიკული აგენტურა საქართველოში, ანუ მონები და მონების მონები“.
დეპუტატები: აშშ-ის საელჩო საქართველოში რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებას ცდილობს>>>
წერილში აგენტებს შორის დასახელებული არიან ექს-პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ექს-პრემიერი გიორგი გახარია, ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია, პარლამენტის ექს-სპიკერები დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და სხვა ოპოზიციონერები.
„ჩვენ მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია… საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
პოლიტიკოსების თქმით, მათი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0