https://sputnik-georgia.com/20221004/cven-ar-vetanxmebit-mat-raribasvilma-xalxis-zalis-gancxadebebi-seafasa-271038051.html
„ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“: ღარიბაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებები შეაფასა
„ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“: ღარიბაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებები შეაფასა
Sputnik საქართველო
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T23:23+0400
2022-10-04T23:23+0400
2022-10-04T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403052_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_fdc5d8af0ed9e8fda03ea3732b861ed8.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ პოზიციებს, რადგან ქვეყანას პარტნიორები სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მოძრაობა „ხალხის ძალას“ სამშაბათს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდნენ. მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.მისი თქმით, მოძრაობის პოზიციასთან უთანხმოება პირველ რიგში უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკას პარტნიორი ქვეყნების მიმართ.„ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობები, მით უმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან“ , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თითოეულ ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს.„ცეცხლთან თამაშია“: ოპოზიციის რეაქცია „ხალხის ძალის“ გაფართოებაზე >>მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ღირებულებებში არსებითი განსხვავება არ გვაქვს >>დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.„ხალხის ძალას“ პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ>>კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403052_202:129:939:682_1920x0_80_0_0_3a4a9f08d13f809be82169b40c9b9d90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“: ღარიბაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებები შეაფასა
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ პოზიციებს, რადგან ქვეყანას პარტნიორები სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალას“ სამშაბათს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდნენ. მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
„ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ („ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს - რედ.) ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს. ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება ამ პოზიციების“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მოძრაობის პოზიციასთან უთანხმოება პირველ რიგში უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკას პარტნიორი ქვეყნების მიმართ.
„ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობები, მით უმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან“ , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თითოეულ ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს.
„ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ღირებულებებში არსებითი განსხვავება არ გვაქვს >>
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.