„ხალხის ძალა“ ე.წ. ლიბერალების აგრესიულ კამპანიასთან ბრძოლას იწყებს

© courtesy of Sozar Subariსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
ე.წ. ლიბერალები მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ცდილობენ აგრესიულად დანერგონ ისეთი იდეები, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვნების მიერ სქესის შეცვლა, მიიჩნევს „ხალხის ძალა“.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ფსევდოელიტის, ე.წ. ლიბერალების აგრესიული პროპაგანდა ხელოვნურად აღვივებს ანტიდასავლურ განწყობას ქვეყანაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპული ოჯახის – ევროკავშირის წევრი გახდეს სწორედ თავისი ტრადიციებით და უარი არ თქვას ეროვნულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე.
„შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული საზოგადოება, მიუხედავად კონსერვატიული შეხედულებებისა, ყოველთვის სათანადოდ სცემდა პატივს სხვის პირად ცხოვრებას, რწმენასა და მსოფლმხედველობას.
„ხალხის ძალა“ ფართოვდება - მოძრაობას ჩინოვნიკები და დეპუტატები შეუერთდნენ>>
დეპუტატებმა, რომლებიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, კვლავ გააკრიტიკეს აშშ-ის საელჩო. მათი თქმით, ამერიკული დიპლომატიური მისია და მისი ფავორიტები არაფრად აგდებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
„ყველა ვალდებულია ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპუტატების თქმით, ეს, ერთი მხრივ, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული ურთიერთობების გამოვლენაა, ხოლო მეორე მხრივ - მკაფიო ილუსტრაცია მოდელის, რომლის დანერგვაც სურთ ლიბერალიზმის სახით და რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან.
დეპუტატები: აშშ საქართველოში საკუთარი ინტერესების განხორციელებაზე მილიარდებს ხარჯავს>>
სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით ე.წ. ლიბერალები მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ცდილობენ აგრესიულად დანერგონ ისეთი იდეები, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვნების მიერ სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება მათ, პრაქტიკულად, ცივილიზებული ქვეყნის საზომად გამოაცხადეს, აცხადებს „ხალხის ძალა“.
„ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
„ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“: ღარიბაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებები შეაფასა>>
დროთა განმავლობაში მოძრაობას შეუერთდნენ სხვა დეპუტატები, რომლებმაც ასევე დატოვეს „ქართული ოცნება“, უფრო მეტიც - ამის შემდეგ მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს. მიუხედავად ამისა, „ხალხის ძალის“ ცხრა დეპუტატი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0