https://sputnik-georgia.com/20221010/deputatebismorigiweriliashsh-elchs-271196659.html
დეპუტატები: აშშ საქართველოში საკუთარი ინტერესების განხორციელებაზე მილიარდებს ხარჯავს
დეპუტატები: აშშ საქართველოში საკუთარი ინტერესების განხორციელებაზე მილიარდებს ხარჯავს
Sputnik საქართველო
მოძრაობა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით. 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T14:55+0400
2022-10-10T14:55+0400
2022-10-10T20:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/45/246224595_0:92:1750:1076_1920x0_80_0_0_c59ab3eb271a27ace42dd60854bc98e1.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წერილში.„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. მოგვიანებით ოთხეულს კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა.დეპუტატების განცხადებით, „სრულიად მიუღებელია საუბრები იმის თაობაზე, რომ აშშ საქართველოს ქველმოქმედების გამო ეხმარება და ამ „დახმარების“ გამო ქართველმა ხალხმა უდიდესი მადლიერება უნდა გამოხატოს“.როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებრივმა მოძრაობამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს საქართველოში ამერიკული დაფინანსების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც წერილშია ნათქვამი, ელჩმა ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და მოწოდებას დუმილით უპასუხა.კერძოდ, დეპუტატები დიპლომატისგან მოითხოვდნენ დაზუსტებას, თუ რამდენი დახარჯა შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წელიწადში საქართველოში – 6 მილიარდი, 4,5 თუ 3 მილიარდი დოლარი. როგორც წერილშია აღნიშნული, ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც ოფიციალური წყაროების მიხედვით ამერიკამ საქართველოში 3,5 მილიარდი გადმორიცხა.„ჩვენ არ ვეთანხმებით მათ“: ღარიბაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებები შეაფასა>>>„იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3,5 მილიარდი დახარჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყისა და ავღანეთის მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობით ამერიკამ საქართველოსგან 2,5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო.დეპუტატები უკმაყოფილო არიან იმითაც, რომ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიხარჯა საქართველოზე უფრო მეტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ვიდრე 2012 წლის, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როგორც წერილშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე პერიოდში მთლიანობაში ვაშინგტონმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.„ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია. ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ საელჩო ახლაც ცდილობს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.როგორც წერილის ავტორები ამბობენ, საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორიენტირებულია ურთიერთსარგებლის მიღებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელოდება.„ცეცხლთან თამაშია“: ოპოზიციის რეაქცია „ხალხის ძალის“ გაფართოებაზე>>>„ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და „ნაცმოძრაობით“ მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-2012 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი, აცხადებენ დეპუტატები.მოძრაობა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/45/246224595_97:0:1653:1167_1920x0_80_0_0_5da6c72ef4f0a30920f568ed67a19ec4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , პოლიტიკა, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , პოლიტიკა, ქართული ოცნება
დეპუტატები: აშშ საქართველოში საკუთარი ინტერესების განხორციელებაზე მილიარდებს ხარჯავს
14:55 10.10.2022 (განახლებულია: 20:42 10.10.2022) მოძრაობა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წერილში.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. მოგვიანებით ოთხეულს კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა.
„ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ“, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატების განცხადებით, „სრულიად მიუღებელია საუბრები იმის თაობაზე, რომ აშშ საქართველოს ქველმოქმედების გამო ეხმარება და ამ „დახმარების“ გამო ქართველმა ხალხმა უდიდესი მადლიერება უნდა გამოხატოს“.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებრივმა მოძრაობამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს საქართველოში ამერიკული დაფინანსების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც წერილშია ნათქვამი, ელჩმა ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და მოწოდებას დუმილით უპასუხა.
კერძოდ, დეპუტატები დიპლომატისგან მოითხოვდნენ დაზუსტებას, თუ რამდენი დახარჯა შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წელიწადში საქართველოში – 6 მილიარდი, 4,5 თუ 3 მილიარდი დოლარი. როგორც წერილშია აღნიშნული, ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც ოფიციალური წყაროების მიხედვით ამერიკამ საქართველოში 3,5 მილიარდი გადმორიცხა.
„იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3,5 მილიარდი დახარჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყისა და ავღანეთის მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობით ამერიკამ საქართველოსგან 2,5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო.
„ეს იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამერიკამ საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან“, – აღნიშნულია წერილში.
დეპუტატები უკმაყოფილო არიან იმითაც, რომ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიხარჯა საქართველოზე უფრო მეტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ვიდრე 2012 წლის, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როგორც წერილშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე პერიოდში მთლიანობაში ვაშინგტონმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.
„ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია. ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ საელჩო ახლაც ცდილობს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც წერილის ავტორები ამბობენ, საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორიენტირებულია ურთიერთსარგებლის მიღებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელოდება.
„ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და „ნაცმოძრაობით“ მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-2012 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი, აცხადებენ დეპუტატები.
„როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტნიორობის შინაარსი მკაფიოდ იყოს განსაზღვრული და მკაფიო ზღვარი გაივლოს მხარდაჭერასა და ზიანს შორის. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება პარტნიორობამ მოიტანოს ურთიერთსასარგებლო შედეგები“, – ნათქვამია წერილში.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.