აზერბაიჯანს გაზის ევროკავშირისთვის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტების იმედი აქვს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ბრიუსელმა და ბაქომ ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაზის მიწოდების გაზრდაზე – 20 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში 2027 წლისთვის.
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი აფრთხლებს ევროკავშირს, რომ თავისი ვალდებულებების შესრულებას გაზის ექსპორტის გაორმაგებასთან დაკავშირებით შეძლებს მხოლოდ მილსადენებში ახალი ინვესტიციებისა და შესყიდვაზე გრძელვადიანი კონტრაქტების პირობებით. ამის შესახებ წერს გამოცემა Financial Times.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაქოს მოთხოვნები იმიტომ გავრცელდა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია დეფიციტთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ზამთრის პერიოდში დადგეს. ევროპა რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნას ჩქარობს.
ბრიუსელმა და ბაქომ ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2027 წლისთვის გაზის წელიწადში 20 მლრდ კუბურ მეტრამდე მიწოდების გაზრდის შესახებ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ერთ–ერთი შეთანხმებაა, რომელსაც ევროკავშირმა ხელი მოაწერა რუსულ გაზზე უარის თქმის გამო მიწოდების დივერსიფიკაციის ფარგლებში.
თუმცა, როგორც FT–თან საუბარში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამედოვმა აღნიშნა, 3.500 კმ სიგრძის სამხრეთის დერეფნის გაფართოება კასპიიდან ადრიატიკის ზღვამდე მოითხოვს მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს, ასევე ევროპულ კომპანიებთან კონტრაქტების დადებას 2027 წლის შემდეგ გაზის შესყიდვის შესახებ.
„ვინც დაინტერესებულია ინვესტიციებით, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი, მათ ფული მაგიდაზე უნდა დადონ, რათა შევძლოთ შესაძლებლობების გაზრდა. ვერ ვიტყვი, რომ უთანხმოებაა [ევროკავშირთან], მაგრამ ეს... თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მამედოვმა ინტერვიუში.
მან დასძინა, რომ ევროპას ძალიან სჭირდება ალტერნატიული მიმწოდებლები, და აზერბაიჯანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს „ეს რაღაც სპონტანური მოთხოვნა არ არის უკრაინაში ომის ფონზე“.
„ის [ომი] ოდესმე დამთავრდება, და შემდეგ ისინი უცბად დაიწყებენ რუსეთისგან შესყიდვას და იტყვიან: „არ გვჭირდება ჩვენ ახლა გაზი“, – განაცხადა დიპლომატმა.
სატრანზიტო პოტენციალი საქართველოს მსოფლიო ვაჭრობის საკვანძო რგოლად აქცევს>>
მისი თქმით, აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მზადაა ჩადოს სახსრების თავისი ნაწილი, მაგრამ ის ასევე ელის, რომ „ევროკავშირი გააქტიურდება“. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვს, თუმცა სამხრეთის გაზის დერეფნის ღირებულებამ, რომელმაც გაზის მიწოდება 2020 წელს იტალიაში დაიწყო, 40 მლრდ დოლარს შეადგინა.
უკრაინაში კონფლიქტამდე რუსეთი ევროკავშირის გაზის მოთხოვნილების დაახლოებით 40%–ს აკმაყოფილებდა. ეს მაჩვენებელი 10%–ზე ქვევით ჩამოვიდა, რისი კომპენსირებაც ნორვეგიიდან იმპორტისა და თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდით ხდება.
FT–თვის სიტუაციის კომენტირებისას ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ლორან რუსეცკასმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია უმნიშვნელოდ გაზარდოს გაზის ექსპორტი იტალიასა და ბულგარეთში მოკლევადიან პერდპექტივაში, მნიშვნელოვანი დამატებითი მოცულობა სერიოზულ ინვესტიციებს საჭიროებს როგორც მოპოვებაში, ისე ლოგისტიკაში.
„არცერთი ქვეყანა არ გარისკავს, თავის თავზე აიღოს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები, თუ არ ჰყავს მყიდველი გრძელვადიან საფუძველზე“, – განაცხადა რუსეცკასმა.
რა რაოდენობის გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან>>
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს ფართო დისკუსიის ნაწილია და მისი განხილვა ევროკავშირის შემდგომი ეკოლოგიური პოლიტიკის თვალსაზრისით ჯობია.
„ევროპას გაზის დამატებითი წყაროები სჭირდება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მაგრამ, ეკოლოგიური მიზნების გათვალისწინებით, სიცხადე გრძელვადიან პროექტებში ბევრად ნაკლებია“, – აღნიშნა ექსპერტმა.
FT–მა კომენტარისთვის ევროპულ კომისიასაც მიმართა, თუმცა იქ უარი თქვეს პასუხის გაცემაზე კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები პოტენციურ კერძო და სახელმწიფო ინვესტორებთან.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა FT–თან საუბარში განაცხადა, რომ, „გაზთან და პერსპექტივებთან დაკავშირებით ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით“, ბლოკი დარწმუნებულია, რომ მილსადენის გაფართოება „ყველა ჩართული პარტნიორისთვის შექმნის შესაძლებლობებს, რამდენადაც ენერგია აზერბაიჯანიდან უფრო ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის ბაზრისთვის“.
ექსპერტი: გაზის ახალი საბადო საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს>>
„ენერგეტიკული თანამშრომლობის დადებით გამოცდილებასა და გადამწყვეტ მომენტში გაზის სამხრეთის გაზის დერეფნით მიწოდების წარმატებულ დაწყებაზე დაყრდნობით, ევროკავშირი აზერბაიჯანს განიხილავს, როგორც საიმედო და სტრატეგიულ პარტნიორს ენერგორესურსებით ვაჭრობის საქმეში“, – აღნიშნა ჩინოვნიკმა.
როგორც Financial Times ასკვნის, მიუხედავად ამისა, ინვესტიციებთან დაკავშირებულ ვითარებას ართულებს როგორც მილსადენების სტრუქტურა, ისე საკუთრების უფლება. საქმე ისაა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი სამი ცალკეული მილსადენისგან შედგება: სამხრეთ კავკასიური (SCP) – აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ტრანსანატოლიური (TANAP) თურქეთის გავლით და ტრანსადრიატიკული (TAP) – საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0