სატრანზიტო პოტენციალი საქართველოს მსოფლიო ვაჭრობის საკვანძო რგოლად აქცევს

© photo: Sputnikლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაგეგმა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს ახალ დონეზე გადაიყვანს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გასულ კვირაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზარზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს საქართველოს გავლით.

„ახლებურ პოზიციონირებას მოახდენს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი საერთაშორისო დონეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროპისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის“, – განაცხადა დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ალიევის ინფორმაციით, ევროკომისიასთან მიმდინარე წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, შემდეგი ხუთის წლის განმავლობაში აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.
მან აღნიშნა, რომ 2027 წლისთვის აზერბაიჯანი წელიწადში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს გეგმავს.
მისი თქმით, მსოფლიოში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო საქართველო და აზერბაიჯანი ამ კუთხით ერთ ფრონტზე არიან წარმოდგენილი და ერთად უნდა იმუშაონ, რათა ორი მოძმე ხალხის ეროვნული ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე აიგოს, რაც მსოფლიოსაც სარგებელს მოუტანს.
„უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგა. პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში ემსახურებოდა ჩვენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
აზერბაიჯანი საქართველოს გავლით გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს>>
გარდა ამისა, როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ექსპლუატაციის აღდგენასაც გეგმავს.
ნავთობსადენი ბაქო–სუფსა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა. ნავთობსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა – წელიწადში დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობი (დღეში 10 ათასი ბარელი).
„ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი ტვირთნაკადი შეიძლება ზუსტად ცენტრალური აზიიდან წამოვიდეს ე.წ. ტრანსკასპიურ დერეფანში. ასევე ჩვენ გვესმის, რომ კასპიის აუზი მდიდარია ნახშირწყალბადებით, გაზითა და ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და ენერგორესურსებით, ეს არის საინტერესო ევროპისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
უნგრეთს ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება სურს>>
საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს რა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს, ამ მიმართულებით რიგ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის პრიორიტეტულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შავი ზღვის ფსკერზე, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული „მწვანე ენერგეტიკული“ დერეფნის ნაწილი გახდება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0