https://sputnik-georgia.com/20221027/ungreti-saqartvelos-satranzito-potencialit-aris-dainteresebuli-eleqtroenergia-271693861.html
უნგრეთს ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება სურს
უნგრეთს ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება სურს
Sputnik საქართველო
უნგრეთი ბუნებრივი გაზის იმპორტის შემცირებას გეგმავს, რომელიც უკრაინის მოვლენების ფონზე გაძვირდა. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T15:36+0400
2022-10-27T15:36+0400
2022-10-27T19:49+0400
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო
ახალი ამბები
უნგრეთი
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
რუმინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271688048_0:85:1280:805_1920x0_80_0_0_4d3277b04f3bfbd916885e0ff0174a9d.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთი დიდ ენერგეტიკულ ინიციატივებზე მუშაობს, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული ბუნებრივი გაზის იმპორტზე, რომლის ღირებულება უკრაინაში მოვლენების ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ძალიან გაძვირდა. ენერგეტიკული კრიზისის გადასალახად უნგრეთი ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ამუშავებს.მისი თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში ქვეყანა ბუნებრივი აირის იმპორტს შეამცირებს.„ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის. გვაქვს სურვილი, რომ ენერგეტიკული კრიზისი, ასევე მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.საქართველომ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ>>ორბანმა აღნიშნა, რომ შორეული ქვეყნებიდან ენერგორესურსების დიდი მოცულობის იმპორტის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა უნგრეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.მანამდე, ორშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის გეგმებშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს გავლით.საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს რა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს, ამ მიმართულებით რიგ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის პრიორიტეტულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შავი ზღვის ფსკერზე, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული „მწვანე ენერგეტიკული“ დერეფანი გახდება.„დისკრიმინაციული“ – ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით>>პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უნგრეთი
აზერბაიჯანი
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1b/271688048_36:0:1244:906_1920x0_80_0_0_b24c7ce5d7b4fa4a76cfc169c47e5894.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველო, ახალი ამბები, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, რუმინეთი
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველო, ახალი ამბები, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, რუმინეთი
უნგრეთს ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება სურს
15:36 27.10.2022 (განახლებულია: 19:49 27.10.2022) უნგრეთი ბუნებრივი გაზის იმპორტის შემცირებას გეგმავს, რომელიც უკრაინის მოვლენების ფონზე გაძვირდა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთი დიდ ენერგეტიკულ ინიციატივებზე მუშაობს, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული ბუნებრივი გაზის იმპორტზე, რომლის ღირებულება უკრაინაში მოვლენების ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ძალიან გაძვირდა. ენერგეტიკული კრიზისის გადასალახად უნგრეთი ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ამუშავებს.
„გვინდა ახალი, ელექტროენერგიის გადამცემი მძლავრი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით. ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში ქვეყანა ბუნებრივი აირის იმპორტს შეამცირებს.
„ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის. გვაქვს სურვილი, რომ ენერგეტიკული კრიზისი, ასევე მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანმა აღნიშნა, რომ შორეული ქვეყნებიდან ენერგორესურსების დიდი მოცულობის იმპორტის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა უნგრეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მანამდე, ორშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის გეგმებშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს გავლით.
საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს რა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს, ამ მიმართულებით რიგ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის პრიორიტეტულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შავი ზღვის ფსკერზე, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული „მწვანე ენერგეტიკული“ დერეფანი გახდება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.