https://sputnik-georgia.com/20221027/saqartvelom-da-ungretma-xeli-moaweres-deklaracias-stragetiuli-partniorobis-sesaxeb-271686782.html
საქართველომ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
საქართველომ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის... 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T13:37+0400
2022-10-27T13:37+0400
2022-10-27T19:05+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_31ed4ced83a24b1e5abe1c6f4b71f1a2.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.მან აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს პირადად ორბანის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში სწრაფვის მხარდაჭერას.„თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა ევროკავშირის მიერ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა. ბრიფინგზე ორბანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისთვის – არასწორი, „დისკრიმინაციული“ იყო. „ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს.ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_92a2f9ed0cb125ac708f3c07f5202eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
„მე მჯერა, რომ ჩვენ შორის ისედაც არსებული ძალიან კარგი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება, დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ–უნგრულ ურთიერთობებს", – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს პირადად ორბანის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში სწრაფვის მხარდაჭერას.
„თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა ევროკავშირის მიერ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბრიფინგზე ორბანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისთვის – არასწორი, „დისკრიმინაციული“ იყო. „ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.