https://sputnik-georgia.com/20221027/viqtor-orbani-evrokavsiris-gadawyvetilebaze-saqartvelos-sesaxeb-271692321.html
„დისკრიმინაციული“ - ვიქტორ ორბანი საქართველოს მიმართ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე
„დისკრიმინაციული“ - ვიქტორ ორბანი საქართველოს მიმართ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გახდეს ევროკავშირის წევრი, აღნიშნა ორბანმა. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T14:42+0400
2022-10-27T14:42+0400
2022-10-27T19:41+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267322452_0:447:2847:2048_1920x0_80_0_0_54d00c5801711c2fd5dfb5a22ae82110.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის უარი ეთქვა, დისკრიმინაციული და უპატივცემულო უწოდა.განცხადება ამის შესახებ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბუდაპეშტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ბოლო წლებში ბევრი იმუშავა ამისთვის, აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.„ეს გადაწყვეტილება უპატივცემულობა იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა ორბანმა.მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გახდეს ევროკავშირის წევრი.„ამას მოვახერხებთ საექსპერტო დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ორბანმა.ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20221027/saqartvelom-da-ungretma-xeli-moaweres-deklaracias-stragetiuli-partniorobis-sesaxeb-271686782.html
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267322452_528:420:2697:2046_1920x0_80_0_0_dee6c4663941d2a8c6fcb4debebdda61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
„დისკრიმინაციული“ - ვიქტორ ორბანი საქართველოს მიმართ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე
14:42 27.10.2022 (განახლებულია: 19:41 27.10.2022) უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გახდეს ევროკავშირის წევრი, აღნიშნა ორბანმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის უარი ეთქვა, დისკრიმინაციული და უპატივცემულო უწოდა.
განცხადება ამის შესახებ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბუდაპეშტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ვიტყოდი, დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ორბანმა.
საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ბოლო წლებში ბევრი იმუშავა ამისთვის, აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
„ეს გადაწყვეტილება უპატივცემულობა იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ამას მოვახერხებთ საექსპერტო დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ორბანმა.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.