რა რაოდენობის გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან

© photo: Sputnik / Stringerბუნებრივი აირის სადგური
ბუნებრივი აირის სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
აზერბაიჯანიდან იანვარი–ივლისში სულ ექსპორტირებულია 12,9 მლრდ კუბური მეტრი „ცისფერი საწვავი".
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარი–ივლისში საქართველოს 1,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, ნათქვამია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში.
მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში აზერბაიჯანმა 12,9 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. მოპოვებული მოცულობიდან ექსპორტზე თურქეთში გავიდა 4,8 მლრდ კუბური მეტრი, ევროპაში – 6,5 მლრდ, საქართველოში – 1,6 მლრდ კუბური მეტრი, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი აირის გარდა, აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იყო 15,6 მლნ ტონა ნავთობი.
აზერბაიჯანში 2022 წლის იანვარი–ივლისში მოიპოვეს 19,2 მლნ ტონა ნავთობი.
აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში „გაზის სამხრეთი დერეფნის“ მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
„სამხრეთის გაზის დერეფანი" მილსადენების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც გათვალისწინებულია აზერბაიჯანული გაზის მიწოდება თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0