დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ნოემბერი

ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 ნოემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დატვირთული, მშფოთვარე და ამავდროულად, ძალზე საინტერესო დღე იქნება. ადამიანები ადვილად იპოვიან საერთო ენას. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. კარგი დღეა გარიგებების დასადებად, საყიდლებისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ნოემბერი>>
ვერძი: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი, სავარაუდოდ, მცირე სირთულეების გარეშე არ ჩაივლის, ამასთან, გაგიჭირდებათ სერიოზული დამოკიდებულება საქმეებისადმი. ამ დროს მოერიდეთ ორაზროვან ხუმრობასა და კრიტიკულ შენიშვნებს – ირგვლივ მყოფებს ამაზე შეიძლება მწვავე რეაქცია ჰქონდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის, გეგმების რეალიზაციისთვის.
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: რა გეგმაც არ უნდა გქონდეთ, ბევრი საქმეც რომ იყოს გასაკეთებელი, ეცადეთ, არ იჩქაროთ, მოერიდოთ ქაოსსა და რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაჭრას. ეს განცდებს აგარიდებთ თავიდან, რასაც თქვენს განწყობაზე და მდგომარეობაზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. არცთუ მარტივი დღეა ურთიერთობებისთვის, თუმცა სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არაა.
ტყუპი: შესანიშნავი, პროდუქტიული დღეა. შეგიძლიათ მოაგვაროთ ისეთი საკითხები, რომლებიც თქვენთვის მოსაწყენია, მაგრამ მათი გაკეთება – აუცილებელი. მოაწესრიგეთ ყველაფერი, გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, დაგეგმეთ ბიუჯეტი. ამ ყველაფერს იოლად გააკეთებთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრა, ნაცნობობა, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
კირჩხიბი: დღე მცირე გაუგებრობების გარეშე, სავარაუდოდ, არ ჩაივლის. ეცადეთ, არ ინერვიულოთ ამის გამო, რადგან მთლიანობაში საკმაოდ კარგი დღეა. შესაძლებელია თანხის, საჩუქრების მიღება, სასიამოვნო სიურპრიზები. შეგიძლიათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება, რემონტის დაგეგმვა. დღის მეორე ნახევარში გაგიიოლდებათ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა გინდათ.
მთვარის ფაზები - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
ფინანსურად იღბლიანი კვირის დღეები და თვის რიცხვები - ისარგებლეთ მთვარის კალენდრით
ლომი: ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე გარშემომყოფების რჩევები. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს – დღეს მათ ადვილად გაუმკლავდებით. არაა მარტივი დღე ურთიერთობების თვალსაზრისით. ირგვლივ მყოფები შეიძლება თქვენს საქმეებში ჩაერიონ. თქვენ მაინც შეძლებთ მათთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას.
ქალწული: გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, გაქვთ შანსი, პასუხი გასცეთ კითხვებს, რომლებზეც დიდხანს ფიქრობდით. ხართ განსაკუთრებულად დაკვირვებული, ამიტომ შეძლებთ იმის დანახვას, რაც სხვებს თვალთახედვიდან გამოეპარათ. ოჯახში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ სტუმრების დაპატიჟების, საოჯახო დღესასწაულის მოწყობის საბაბი გაჩნდეს. შესაძლებელია თანხის მიღება.
სასწორი: შესანიშნავი დღეა რთული, სერიოზული საუბრებისთვის, მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისთვის. შეძლებთ საჭირო სიტყვების პოვნას და არავის გაანაწყენებთ. ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. კარგად გაუმკლავდებით საქმეებს. საღამოს გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, გეგმები, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში შეუდგებით.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები
მორიელი: ყურადღებით იყავით, რადგან სასურველი, შესაძლოა, რეალობად აღიქვათ, დაიბნეთ საკუთარ ფანტაზიებში. არ იჩქაროთ სერიოზული საკითხების გადაწყვეტა – დაელოდეთ, შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია. ასევე არ გადაიღალოთ. დაფიქრდით, რა მოგანიჭებთ სიამოვნებას, აგიმაღლებთ განწყობას. გაისეირნეთ, არაა საჭირო, ვინმესთან ერთად იყოთ – საკუთარ თავთან მშვენიერ დროს გაატარებთ.
მშვილდოსანი: მოერიდეთ კამათს. დღეს ეს მარტივად არ ჩაივლის. ბევრი გააკრიტიკებს თქვენს იდეებს, დაიცავს თავის თვალსაზრისს ისე, რომ ჯანსაღ აზრს ყურადღებას არ მიაქცევს. მოგიწევთ ამას მოთმინებით შეხვდეთ, რადგან ცხადი რამის ახსნა, შესაძლოა, რამდენჯერმე მოგიწიოთ. ფინანსებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში არ იჩქაროთ. სიყვარულში კი გაუმართლებთ მათაც კი, ვინც ამ გრძნობას სკეპტიკურად უყურებს.
თხის რქა: შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ რთული დღე გაქვთ. მაგრამ აქ საქმე სერიოზულ პრობლემებს კი არა, არამედ იმას ეხება, რომ ვერ იმოქმედებთ გეგმის მიხედვით. მზად იყავით იმპროვიზაციებისთვის. შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება გზადაგზა მოგიწიოთ. აქ შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. მოგიწევთ ნერვიულობა, მაგრამ ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
მერწყული: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. თქვენ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კმაყოფილებას ანიჭებს სხვა ადამიანებით მანიპულირება, მათი მოთმინების გამოცდა. დაფიქრდით, განა ღირს საიდუმლოებების ან თქვენთვის მნიშვნელოვანი გეგმების გამხელა? არის რისკი, რომ მხარდაჭერის სტყვების ნაცვლად საწყენი კრიტიკა მოისმინოთ. აჯობებს, თუ იმ საქმეებს გააკეთებთ, რომლებსაც მარტოც გაართმევთ თავს.
თევზები: ბევრი რამის გაკეთების ძალა შეგწევთ. შეგიძლიათ დილიდან შეუდგეთ რამე მნიშვნელოვანს, რთულს. გაქვთ შანსი, რომ შესანიშნავი შედეგები მიიღოთ. ირგვლივ მყოფები დახმარებას შემოგთავაზებენ. საერთო საქმეები დაგაახლოებთ, თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, ესეც წარსულს ჩაბარდება. კარგი დღეა საყიდლებისთვის, გარიგებების დასადებად. ფულთან დაკავშირებით ინტუიციას ენდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0