დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ნოემბერი

© Pixabay / FotocitizenЗакат в горах и облака
Закат в горах и облака - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 4 ნოემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
სპონტანურობითა და არაპროგნოზირებულობით გამორჩეული დღეა. თუ სერიოზული საქმეები გაქვთ დაგეგმილი, მოემზადეთ იმისთვის, რომ მოვლენები სრულიად წარმოუდგენელი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. მოსალოდნელია ემოციური „აფეთქებები“, ამიტომ ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ნოემბერი>>
ვერძი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
კურო: დღეს შეიძლება შემოქმედებითი იმპულსი „დაგატყდეთ“ თავს სრულიად მოულოდნელად, ცუნამივით. ეს გაიძულებთ, დაივიწყოთ მიმდინარე საქმეები და გეგმები და მთლიანად ამ იმპულსს აჰყვეთ. საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. ახალმა ნაცნობებმა, შესაძლოა, თქვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვონ, მაგრამ მაინც, პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით. სანამ მათთან გულახდილ საუბარს წამოიწყებთ, კარგად დაფიქრდით.
ტყუპი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.
კირჩხიბი: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უფრო დღის პირველ ნახევარში რაღაც გაუგებრობებია მოსალოდნელი. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად იპოვით საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, სარისკო ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.
ქალწული: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული უარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.
სასწორი: თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. დღე მარტივად არ ჩაივლის და შეიძლება საკმაოდ დაძაბული მომენტები შეიქმნას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. არა აქვს მნიშვნელობა, საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ მასთან თუ პირადი – შეხვედრა სასიამოვნო ემოციებს აღგიძრავთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
მორიელი: კარგი დღეა სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად. დაიწყეთ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმით. ვარსკვლავების მხარდაჭერა საგრძნობი იქნება და მალე მიიღებთ საჭირო შედეგებს. დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა საყიდლებისთვის. მეორე ნახევარი კი დაუთმეთ ახლობლებთან შეხვედრებს. თუ ვინმესთან რამე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პრობლემა ადვილად მოგვარდება.
მშვილდოსანი: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.
თხის რქა: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2018
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები
მერწყული: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.
თევზები: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.
ყველა ახალი ამბავი
0