https://sputnik-georgia.com/20221026/zodiaqo-vin-sexvdeba-namdvil-siyvaruls-otxi-nisani-271656797.html
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
Sputnik საქართველო
სიყვარულმა არც დრო იცის, არც ამინდი და არც ადგილი... შემოდგომის ბოლო თვეში ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება ვნებებისა და ნამდვილი გრძნობების... 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T13:06+0400
2022-10-26T13:06+0400
2022-10-26T17:49+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23492/42/234924289_0:246:4928:3018_1920x0_80_0_0_8d68e6b31ccf93cb4fa4bb66c2fecf5c.jpg
რომანტიკა, ყვავილები, ალერსი, სეირნობა, არშიყი... ვისა აქვს ყველაზე დიდი შანსი, შეხვდეს ცხოვრების მეგზურს ნოემბერში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.ტყუპისიყვარული, ბოლოს და ბოლოს, თქვენს კარზეც მოაკაკუნებს. დიდხანს ეძებდით იმ ერთადერთს, მაგრამ ის დიდი ხანია თქვენ გვერდითაა. და ამას სწორედ ნოემბერში გააცნობიერებთ და მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გიყვართ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – მას თქვენს გრძნობებში გამოუტყდეთ. უფრო მეტიც, წარმატება პირადი თვალსაზრისით ისეთ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რომ სხვა სფეროებშიც ყველაფერი ჯადოსნურად აეწყობა.კირჩხიბინოემბრის დასაწყისში აქტიურად გამოავლენთ თქვენს სიკეთეს, გულღიაობას, პოზიტიურობას. სწორედ ეს მიგიყვანთ საოცნებო ურთიერთობებამდე, თქვენი რჩეული კი ნამდვილი პრინცი (პრინცესა) იქნება ზღაპრიდან. მასთან იდილიური, მყუდრო თანაცხოვრება გელოდებათ თავისი სასიხარულო მომენტებით. ეს იდეალური ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდება და თქვენგან მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მიენდოთ მას და საკუთარ გრძნობებს.თხის რქაშრომისმოყვარე თხის რქები განთქმული ხართ გარეგნული სიცივითა და „განდეგილობით“, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ჯავშნის უკან სიყვარულს მოწყურებული გული იმალება. ნოემბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც გულის გახსნაში დაგეხმარებათ. უფრო მეტიც – თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გაქვთ, ამ თვეში მისი გულის დაპყრობა რთული არ იქნება. ასე რომ, გწამდეთ თქვენი ძალების, იოცნებეთ და ყველაფერი აგიხდებათ.თევზებიდროა გახსნათ გული რომანტიკისთვის. თქვენი მომავალი უკვე მოქრის თქვენკენ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის მიღწევაში. გელოდებათ ეიფორიის განცდა და სრული ბედნიერება. თქვენს მომავალ სიყვარულთან რაღაც საერთო საქმიანობა ან ადგილი გაკავშირებთ. ეს შეიძლება იყოს ფიტნეს-დარბაზი, ხატვის წრე ან რამე სხვა კურსი. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ – მათ შორისაა სწორედ ის, ერთადერთი.
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23492/42/234924289_288:0:4640:3264_1920x0_80_0_0_d164eec24ae3e590f8ca6a34ba8a9e2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ვინ შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს ნოემბერში - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი
13:06 26.10.2022 (განახლებულია: 17:49 26.10.2022) სიყვარულმა არც დრო იცის, არც ამინდი და არც ადგილი... შემოდგომის ბოლო თვეში ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება ვნებებისა და ნამდვილი გრძნობების მორევში აღმოჩნდნენ.
რომანტიკა, ყვავილები, ალერსი, სეირნობა, არშიყი... ვისა აქვს ყველაზე დიდი შანსი, შეხვდეს ცხოვრების მეგზურს ნოემბერში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
სიყვარული, ბოლოს და ბოლოს, თქვენს კარზეც მოაკაკუნებს. დიდხანს ეძებდით იმ ერთადერთს, მაგრამ ის დიდი ხანია თქვენ გვერდითაა. და ამას სწორედ ნოემბერში გააცნობიერებთ და მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გიყვართ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ – მას თქვენს გრძნობებში გამოუტყდეთ. უფრო მეტიც, წარმატება პირადი თვალსაზრისით ისეთ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რომ სხვა სფეროებშიც ყველაფერი ჯადოსნურად აეწყობა.
ნოემბრის დასაწყისში აქტიურად გამოავლენთ თქვენს სიკეთეს, გულღიაობას, პოზიტიურობას. სწორედ ეს მიგიყვანთ საოცნებო ურთიერთობებამდე, თქვენი რჩეული კი ნამდვილი პრინცი (პრინცესა) იქნება ზღაპრიდან. მასთან იდილიური, მყუდრო თანაცხოვრება გელოდებათ თავისი სასიხარულო მომენტებით. ეს იდეალური ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდება და თქვენგან მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მიენდოთ მას და საკუთარ გრძნობებს.
შრომისმოყვარე თხის რქები განთქმული ხართ გარეგნული სიცივითა და „განდეგილობით“, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ჯავშნის უკან სიყვარულს მოწყურებული გული იმალება. ნოემბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც გულის გახსნაში დაგეხმარებათ. უფრო მეტიც – თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გაქვთ, ამ თვეში მისი გულის დაპყრობა რთული არ იქნება. ასე რომ, გწამდეთ თქვენი ძალების, იოცნებეთ და ყველაფერი აგიხდებათ.
დროა გახსნათ გული რომანტიკისთვის. თქვენი მომავალი უკვე მოქრის თქვენკენ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის მიღწევაში. გელოდებათ ეიფორიის განცდა და სრული ბედნიერება. თქვენს მომავალ სიყვარულთან რაღაც საერთო საქმიანობა ან ადგილი გაკავშირებთ. ეს შეიძლება იყოს ფიტნეს-დარბაზი, ხატვის წრე ან რამე სხვა კურსი. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ – მათ შორისაა სწორედ ის, ერთადერთი.