https://sputnik-georgia.com/20221027/orbani-saqartvelos-2023-wels-ewveva-271695990.html
უნგრეთის პრემიერი საქართველოს 2023 წელს ეწვევა
უნგრეთის პრემიერი საქართველოს 2023 წელს ეწვევა
Sputnik საქართველო
მხარეები ერთობლივ მთავრობათაშორის შეხვედრას უკვე თბილისში ჩაატარებენ. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T15:51+0400
2022-10-27T15:51+0400
2022-10-27T19:52+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23567/07/235670723_0:121:3084:1856_1920x0_80_0_0_3a7fa029324a46cbf808ff6208dea0ab.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვა და ერთობლივ მთავრობათშორის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში თავის უნგრელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან. ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრების ახალი ფორმატი მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას.„მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ორბანმა.საქართველო და უნგრეთი წარმატებით ვაჭრობენ>>საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.საქართველომ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ>>სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23567/07/235670723_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_4c0a70aa61957aa391aa27bc09ad2091.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
უნგრეთის პრემიერი საქართველოს 2023 წელს ეწვევა
15:51 27.10.2022 (განახლებულია: 19:52 27.10.2022) მხარეები ერთობლივ მთავრობათაშორის შეხვედრას უკვე თბილისში ჩაატარებენ.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვა და ერთობლივ მთავრობათშორის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში თავის უნგრელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან. ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
„ჩვენ ერთობლივ სამთავრობათშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში. მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა მიიღო ჩვენი მოწვევა, ჩვენ მოხარული ვიქნებით ვუმასპინძლოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოში. მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრების ახალი ფორმატი მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ორბანმა.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.