დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ოქტომბერი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Yongnuni Oreumვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს ბევრი ამჯობინებს რეალობას ვირტუალურ სამყაროს, ოცნებებს. ფანტაზია დიდ როლს შეასრულებს ჩვეულებრივ საქმეებშიც კი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის საფრთხე, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ და ვერ დაინახოთ ის, რაც ცხვირწინ დევს. ამიტომ ეს დღე არ გამოდგება ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებსაც სიზუსტე და კონკრეტიკა ესაჭიროება. შემოქმედებისთვის, გართობის, მეგობრობისა და სიყვარულისთვის - კი, ბატონო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ოქტომბერი>>
ვერძი: გაქვთ შინაგანი სამყაროს გამდიდრებისა და გამრავალფეროვნების შანსი. კარგი იქნება ადამიანების გაცნობა, საინტერესო პიროვნებებთან ურთიერთობები. თან იმის გათვალისწინებით, რომ დღე აქტიური მოქმედებებისთვის არ განგაწყობთ. სჯობს, დრო საინტერესო საუბრებს დაუთმოთ.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
კურო: არაა გამორიცხული, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების „მწვავე შეტევები“ გქონდეთ. ხშირად შეგაწუხებთ ფიქრები: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“, „ჩემი ბრალია“... ეცადეთ, მსგავს თვითგვემას წინააღმდეგობა გაუწიოთ. საკმარისია, დასკვნები გამოიტანოთ და ამ თემას აღარ დაუბრუნდეთ.
ტყუპი: დღეს თქვენში დიდი თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა პრაქტიკოსი ღრმა ძილს იქნება მიცემული. არის რისკი, რომ დღე იმაზე ფიქრში გაატაროთ, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ. აზრები კარგი მოგივათ თავში, მაგრამ მათ შესრულება არ უწერია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ეს თეორეტიკოსის ფიქრები იქნება...
კირჩხიბი: მთელი დღე ჩაივლის მცდელობაში, რომ რეაგირება არ გქონდეთ გაუგებრობებზე, ასეთი კი ბევრი იქნება. გარშემომყოფები, თითქოს თქვენს ჯინაზე, არალოგიკურად და არათანმიმდევრულად მოიქცევიან. თავის შეკავებას კი შეძლებთ, მაგრამ დაგროვებულმა ბრაზმა შეიძლება მომდევნო დღეებში „ამოხეთქოს“.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
ლომი: არაფერი გამოვა, თუ ვინმე შეეცდება თქვენთვის იმ საქმეების დაკისრებას, რომლებიც თქვენს პირდაპირ მოვალეობებში არ შედის. საკუთარ მოვალეობებსაც არცთუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით. სამაგიეროდ, დიპლომატიურ ნიჭს გამოავლენთ და ეს ვითარება არანაირად არ დაგაზარალებთ.
ქალწული: შესაძლოა, სახლის გადაწყობის გრანდიოზული იდეა გაგიჩნდეთ, მაგრამ მისი რეალიზება კატეგორიულად არარეკომენდებულია. დღეს ჩანაფიქრის რეალისტურობა საერთოდ არ გაღელვებთ და შემოქმედებით „წვაში“, შესაძლოა, მზიდი კედლები დაანგრიოთ, ან სხვა რამე ნორმა და წესი დაარღვიოთ.
სასწორი: მთელი ფიქრები და გეგმები უჩვეულო სიღრმით იქნება გამორჩეული და არა აქვს მნიშვნელობა, ოდესმე ეს იდეები რეალობაში განხორციელდება თუ არა. მაგრამ ხანდახან ოცნებაც სასარგებლოა. დღე უამრავ ბედნიერ წუთს მოუტანს განსაკუთრებით მათ, ვისაც შემოქმედებითი ფანტაზია აქვს.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: მშვიდი დღე გელოდებათ, მაგრამ ეს სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი იქნება. სინამდვილეში, მოგინდებათ დაივიწყოთ ფინანსებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ხანდახან კარგი მეთოდია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ – მაგრამ დღეს – არა.
მშვილდოსანი: თქვენ სულში ურთიერთწინააღმდეგობრივი გრძნობები აბობოქრდება. ერთი მხრივ, გინდათ, თავი შეიკავოთ და მეორე მხრივ, ეს, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. თუ გინდათ, ემოციებმა უადგილოდ არ „ამოხეთქოს“, სჯობს, მაშინვე გამოთქვათ უკმაყოფილება და ნეგატივი გულში არ დაიგროვოთ.
თხის რქა: სურვილი გაქვთ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. თავის არიდება მოგინდებათ სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხებისგანაც. საღამოს კი აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არ გამქრალა და მათი გადაწყვეტა ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მერწყული: რთული იქნება ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და გრძნობების დამალვა, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. საუკეთესო რჩევა იქნება, რომ თქვენს ემოციებს რამე უსაფრთხო გამოსავალი მოუძებნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაგროვებული გრძნობები „აფეთქდეს“.
თევზები: დღეს თქვენს გულში რომანტიკა პრაქტიკულობას, ყაირათიანობასა და წინდახედულებას საოცარი ჰარმონიით შეერწყმება. რა ღრუბლებშიც არ უნდა ცურავდეთ, სადღაც ტვინის სიღრმეში „მიმალული“ ყურადღებიანი ბუღალტერი გაგაკონტროლებთ და არ მოგცემთ ნებას, სისულელეები ჩაიდინოთ.
ყველა ახალი ამბავი
0