https://sputnik-georgia.com/20221027/cxenkeli-baqosi-alievs-sexvda-271684807.html
მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრმა ალიევს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და მის ვიზიტს საქართველოში ისტორიული მოვლენა უწოდა. 27.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-27T13:19+0400
2022-10-27T13:19+0400
2022-10-27T19:02+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მიხეილ ჩხენკელი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23919/46/239194639_0:632:6016:4016_1920x0_80_0_0_7dd2f31296e6de5221e2148d93bd96c9.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უმასპინძლა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და განათლების სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ალიევმა ყურადღება გაამახვილა თავის სამუშაო ვიზიტზე საქართველოში, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მას ჰქონდა საშუალება განეხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.ჩხენკელმა ალიევს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ვიზიტი საქართველოში შეაფასა, როგორც ისტორიული მოვლენა.საქართველოს განათლების მინისტრი ბაქოს ეწვია>>ვიზიტის ფარგლებში ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა.ამ თანამშრომლობის წყალობით არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის შემუშავდა საგნის გამოცდის დავალებები. შესაბამისად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.აზერბაიჯანი საქართველოს გავლით გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს>>მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23919/46/239194639_404:663:4875:4016_1920x0_80_0_0_b6680366b2cb21d05b9c102e7d65ef2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მიხეილ ჩხენკელი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, აზერბაიჯანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მიხეილ ჩხენკელი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, აზერბაიჯანი
მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
13:19 27.10.2022 (განახლებულია: 19:02 27.10.2022) საქართველოს განათლების მინისტრმა ალიევს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და მის ვიზიტს საქართველოში ისტორიული მოვლენა უწოდა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უმასპინძლა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და განათლების სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ალიევმა ყურადღება გაამახვილა თავის სამუშაო ვიზიტზე საქართველოში, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მას ჰქონდა საშუალება განეხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
ჩხენკელმა ალიევს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ვიზიტი საქართველოში შეაფასა, როგორც ისტორიული მოვლენა.
ვიზიტის ფარგლებში ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა.
ამ თანამშრომლობის წყალობით არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის შემუშავდა საგნის გამოცდის დავალებები. შესაბამისად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.
დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.