https://sputnik-georgia.com/20221025/cxenkeli-baqos-ewvia-271645215.html
საქართველოს განათლების მინისტრი ბაქოს ეწვია
საქართველოს განათლების მინისტრი ბაქოს ეწვია
Sputnik საქართველო
ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების დახმარებისათვის. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T22:09+0400
2022-10-25T22:09+0400
2022-10-25T22:56+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271643901_107:187:958:666_1920x0_80_0_0_3184b650dc75642e164a3152cefb5849.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების დახმარებისთვის სახელმწიფო ენის სწავლაში, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში და ინტეგრირებული იყვნენ საზოგადოებაში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.მიხეილ ჩხენკელმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.განათლების სისტემაში ეროვნული უმცირესობებისთვის ბილინგვური სწავლება ინერგება>>შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. შესაბამისად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.ეთნიკური უმცირესობების 130-მა წარმომადგენელმა ქართული ენის კურსები გაიარა>>მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271643901_184:194:813:666_1920x0_80_0_0_faec101cd21acd1224fee9bd2c4c9622.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველო, ახალი ამბები, აზერბაიჯანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველო, ახალი ამბები, აზერბაიჯანი
საქართველოს განათლების მინისტრი ბაქოს ეწვია
22:09 25.10.2022 (განახლებულია: 22:56 25.10.2022) ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების დახმარებისათვის.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა ემინ ამრულაევმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების დახმარებისთვის სახელმწიფო ენის სწავლაში, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ უმაღლეს სასწავლებლებში და ინტეგრირებული იყვნენ საზოგადოებაში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
მიხეილ ჩხენკელმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. შესაბამისად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.
დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.