https://sputnik-georgia.com/20220708/etnikuri-umciresobebis-warmomadgenlebma-qartuli-enis-kursi-gaiares-268319064.html
ეთნიკური უმცირესობების 130-მა წარმომადგენელმა ქართული ენის კურსები გაიარა
ეთნიკური უმცირესობების 130-მა წარმომადგენელმა ქართული ენის კურსები გაიარა
Sputnik საქართველო
პროექტის შედეგად 130 კურსდამთავრებულს ქართულ ენაზე წერა, კითხვა და მეტყველება შეუძლია. 08.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-08T12:27+0400
2022-07-08T12:27+0400
2022-07-08T18:53+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249045489_432:0:4073:2048_1920x0_80_0_0_48175f1b4b4021d78a7ced04a74014d7.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 130-მა ახალგაზრდამ ქართული ენის სამთვიანი კურსი გაიარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.პროექტი ,,ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის უკეთ შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუზეუმში შემეცნებითი ტური მოეწყო, მათ საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და აქ დაცულ ექსპონატებს გაეცნენ.საქართველოს პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების მოსაგვარებლად საბჭო შეიქმნა>>პროექტი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სამი თვის წინ დაიწყო. ქართული ენის შემსწავლელი კურსები ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში განხორციელდა.პროექტის ხელშეწყობის მიზნით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.წყარო: რუსთავი 2
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249045489_887:0:3618:2048_1920x0_80_0_0_655211388bec459d4e275db51cccb9ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობების 130-მა წარმომადგენელმა ქართული ენის კურსები გაიარა
12:27 08.07.2022 (განახლებულია: 18:53 08.07.2022) პროექტის შედეგად 130 კურსდამთავრებულს ქართულ ენაზე წერა, კითხვა და მეტყველება შეუძლია.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 130-მა ახალგაზრდამ ქართული ენის სამთვიანი კურსი გაიარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პროექტი ,,ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის უკეთ შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუზეუმში შემეცნებითი ტური მოეწყო, მათ საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და აქ დაცულ ექსპონატებს გაეცნენ.
პროექტი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სამი თვის წინ დაიწყო.
ქართული ენის შემსწავლელი კურსები ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში განხორციელდა.
პროექტის ხელშეწყობის მიზნით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.