საქართველოს პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების მოსაგვარებლად საბჭო შეიქმნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
საბჭოს მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველოში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა ეროვნული უმცირესობების საკითხთა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

საბჭოში საქართველოში მცხოვრები 16 თემის წარმომადგენლები შევლენ. მისი მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა და ორმხრივი ეფექტიანი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

გარდა ამისა, საბჭო იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების საკითხებზე, ასევე კულტურულ მიმართულებებზე.

საბჭოს შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძეა. მისი სიტყვებით, ეროვნული უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

„მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ... დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული უმცირესობების საპარლამენტო საქმიანობის ჩართვასა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებებით“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

დღეს დიასპორისა და კავკასიის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საბჭოს შექმნას. კომიტეტმა დაამტკიცა ასევე საკონსულტაციო საბჭოს წესდება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0