https://sputnik-georgia.com/20221021/mkvleloba-batumshi-turqetis-otx-moqalakes-brali-warugines-271547832.html
მკვლელობა ბათუმში: თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
მკვლელობა ბათუმში: თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დანაშაულის მიზეზი იყო მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის წარსულში არსებული უთანხმოება. 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T20:13+0400
2022-10-21T20:13+0400
2022-10-21T21:41+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თურქეთი
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263265608_19:0:2346:1309_1920x0_80_0_0_86652ebe2213448aebc773a6dd0a91d4.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალი თურქეთის ოთხ მოქალაქეს წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.დაკავებულთაგან ერთს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება.გამოძიების მასალების თანახმად, თურქეთის მოქალაქემ 18 ოქტომბერს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ბათუმის ბულვარში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს>>>სროლის შედეგად რესტორანში მყოფმა თურქეთის ერთმა მოქალაქემ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა.დანაშაულის მიზეზი იყო მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის წარსულში არსებული უთანხმოება.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო თურქეთის სამი მოქალაქისთვის, რომლებმაც ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინეს. უფრო მეტიც, მათ შეიძინეს და თან ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს.მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა, დანარჩენ სამ პირს კი ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263265608_310:0:2055:1309_1920x0_80_0_0_25b68cbad2ca192a77fc43d20c7fe3e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თურქეთი , საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თურქეთი , საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
მკვლელობა ბათუმში: თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
20:13 21.10.2022 (განახლებულია: 21:41 21.10.2022) დანაშაულის მიზეზი იყო მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის წარსულში არსებული უთანხმოება.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალი თურქეთის ოთხ მოქალაქეს წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულთაგან ერთს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება.
გამოძიების მასალების თანახმად, თურქეთის მოქალაქემ 18 ოქტომბერს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად რესტორანში მყოფმა თურქეთის ერთმა მოქალაქემ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა.
დანაშაულის მიზეზი იყო მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის წარსულში არსებული უთანხმოება.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო თურქეთის სამი მოქალაქისთვის, რომლებმაც ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინეს. უფრო მეტიც, მათ შეიძინეს და თან ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა, დანარჩენ სამ პირს კი ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.