ბათუმის ბულვარში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
რესტორანში მყოფ ახალგაზრდას გარედან, ავტომობილიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნეს.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა ბათუმის ბულვარის შესასვლელთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის 19 წლის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომატიდან 19-ჯერ ესროლეს. მას ჭრილობები თავისა და მკერდის არეში ჰქონდა მიღებული. დაჭრილი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, რესტორანში მყოფ მამაკაცს გარედან, ავტომობილიდან ესროლეს.
შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი დაშავდა. მათ ჭრილობები, სავარაუდოდ, სროლის შედეგად რესტორნის ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევებისგან მიიღეს. ისინი კლინიკიდან მალე გაწერეს.
რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0