https://sputnik-georgia.com/20221021/kobaxize-depolarizacia-nacmozraoba-271538434.html
რა შემთხვევაშია შესაძლებელი დეპოლარიზაცია ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
რა შემთხვევაშია შესაძლებელი დეპოლარიზაცია ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T15:04+0400
2022-10-21T15:04+0400
2022-10-21T17:22+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_0:192:2400:1542_1920x0_80_0_0_a1ae7acc93168cd23e893baa2fe64fc8.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დეპოლარიზაცია საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ჯანსაღი პარტიები“ ჩაანაცვლებენ.დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვითარება „აჭრილია“, პოლარიზაციამ, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში იყო, ახლა „ნაცმოძრაობაში“ გადაინაცვლა. კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას.ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის. მისი თქმით, დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო ტიპაჟები".ნიკა ობოლაძემ „ნაცმოძრაობა“ დატოვა>>„ეს პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიციურ სპექტრს მართლა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. კეზერაშვილს, რომელიც ტრადიციულად „ნაცმოძრაობის“ „მოლარე“ იყო, ხალხის ხარჯზე დიდი ფული აქვს დაგროვებული, ცდილობს ამ ფულის ხარჯზე საკუთარი და ვიღაცების გავლენები გააფართოვოს“, – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, შესაბამისად, სწორედ კეზერაშვილმა დაიწყო სიტუაციის „ამღვრევა“ ოპოზიციურ პარტიაში.ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.„ნაცმოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა - იაგო ხვიჩია>>უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.შედეგად „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ობოლაძემ დატოვა და განაცხადა, რომ პარტიას ახლანდელი შემადგენლობით არ შესწევს უნარი, შეცვალოს ხელისუფლება და ვითარება ქვეყანაში. მისი თქმით, პარტია უფრო მიდრეკილია სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_176:164:2090:1600_1920x0_80_0_0_7d4dcab3b1cef72838094a0caf23ef22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველო
რა შემთხვევაშია შესაძლებელი დეპოლარიზაცია ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
15:04 21.10.2022 (განახლებულია: 17:22 21.10.2022) დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დეპოლარიზაცია საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ჯანსაღი პარტიები“ ჩაანაცვლებენ.
დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ეს ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარებისთვის. დეპოლარიზაციის ერთადერთი შანსი არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვითარება „აჭრილია“, პოლარიზაციამ, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში იყო, ახლა „ნაცმოძრაობაში“ გადაინაცვლა. კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას.
ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის. მისი თქმით, დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო ტიპაჟები".
„ეს პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიციურ სპექტრს მართლა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. კეზერაშვილს, რომელიც ტრადიციულად „ნაცმოძრაობის“ „მოლარე“ იყო, ხალხის ხარჯზე დიდი ფული აქვს დაგროვებული, ცდილობს ამ ფულის ხარჯზე საკუთარი და ვიღაცების გავლენები გააფართოვოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, სწორედ კეზერაშვილმა დაიწყო სიტუაციის „ამღვრევა“ ოპოზიციურ პარტიაში.
„ჰყავს თავისი ფავორიტები. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მას გულზე არ ეხატება და მათ შორის ამღვრევს სიტუაციას, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგია“, – განაცხადა კობახიძემ.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
შედეგად „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ობოლაძემ დატოვა და განაცხადა, რომ პარტიას ახლანდელი შემადგენლობით არ შესწევს უნარი, შეცვალოს ხელისუფლება და ვითარება ქვეყანაში. მისი თქმით, პარტია უფრო მიდრეკილია სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ.