https://sputnik-georgia.com/20221021/nikaobolazem-nacmozraoba-datova-271537283.html
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
Sputnik საქართველო
ობოლაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ შემადგენლობას არ აქვს უნარი ქვეყანაში ვითარება შეცვალოს. 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T14:14+0400
2022-10-21T14:14+0400
2022-10-21T17:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262393468_0:512:2731:2048_1920x0_80_0_0_973c2a850289604713358bc73a64e00e.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა.როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ არის სათანადო ენერგია და სურვილი – ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოხდეს.მან ასევე ისაუბრა პრაიმერიზის იდეაზე. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური პროცესის ახლიდან აღორძინების იდეა, კონკურენციის დაბადების იდეა, ხალხისგან ლეგიტიმაციის მოპოვების იდეა.„საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციის შიგნით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ჩატარებულიყო დიდი ოპოზიციური არჩევნები, პრაიმერიზის ლიდერის, სამოქმედო გეგმის არჩევის, რაც, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომაც დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“. მიმაჩნია, რომ არ უნდა ვიყო ჩუმად და მშვიდად ვუყურო სტატუს-კვოს შენარჩუნებას ოპოზიციაში“, – განაცხადა ობოლაძემ.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ შემადგენლობას არ გააჩნია უნარი – ქვეყანაში ვითარება შეცვალოს.გარჩევები „ნაცმოძრაობაში“ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. როგორც მანამდე მელიამ განაცხადა, უმჯობესია კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს დაიჭიროს.როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.„ნაცმოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა - იაგო ხვიჩია>>>ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსებისა და შიდა გავლენების გამო მიდის ბრძოლა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად გამწვავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262393468_113:477:2207:2048_1920x0_80_0_0_e56d8b6a102d7e87a406fa218f784237.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
14:14 21.10.2022 (განახლებულია: 17:15 21.10.2022) ობოლაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ შემადგენლობას არ აქვს უნარი ქვეყანაში ვითარება შეცვალოს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ არის სათანადო ენერგია და სურვილი – ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოხდეს.
„უკვე დიდი ხანია პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანა არის უმძიმეს დღეში… ამ მძიმე მდგომარეობაში ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოიწვიოს ქვეყანაში ცვლილებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ენერგია და სურვილი, რათა ქვეყანაში რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს და იგი უფრო მეტად სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენაა მიდრეკილი“, – განაცხადა ობოლაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მან ასევე ისაუბრა პრაიმერიზის იდეაზე. მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური პროცესის ახლიდან აღორძინების იდეა, კონკურენციის დაბადების იდეა, ხალხისგან ლეგიტიმაციის მოპოვების იდეა.
„საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციის შიგნით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ჩატარებულიყო დიდი ოპოზიციური არჩევნები, პრაიმერიზის ლიდერის, სამოქმედო გეგმის არჩევის, რაც, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომაც დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“. მიმაჩნია, რომ არ უნდა ვიყო ჩუმად და მშვიდად ვუყურო სტატუს-კვოს შენარჩუნებას ოპოზიციაში“, – განაცხადა ობოლაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ შემადგენლობას არ გააჩნია უნარი – ქვეყანაში ვითარება შეცვალოს.
გარჩევები „ნაცმოძრაობაში“
ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. როგორც მანამდე მელიამ განაცხადა, უმჯობესია კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს დაიჭიროს.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსებისა და შიდა გავლენების გამო მიდის ბრძოლა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად გამწვავდა.