დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ოქტომბერი

© Pixabay / Arijitrexმთების პეიზაჟი
მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2022 წლის 21 ოქტომბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტავენერა მფარველობს.
დღეს ინტუიცია და შემოქმედებითი პოტენციალი პიკს მიაღწევს. ის, რასაც სხვა დროს დიდ დროს ანდომებდით, დღეს ძალიან სწრაფად გამოგივათ. თუმცა, დღე ასევე პასიურობასაც ითვალისწინებს და შესაძლოა, სურვილი არ გაგიჩნდეთ თქვენი პოტენციალის გამოყენებისა. ასე რომ, თუ გინდათ, შედეგები მიიღოთ, თავს ძალა დაატანეთ და იმოქმედეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი>>
ვერძი: გაზრდილია სასიცოცხლო პოტენციალი, შემოქმედებითი უნარები, სექსუალობა, სხვების დარწმუნების ნიჭი. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღის სიმშვიდეში და სიწყნარეში გატარება მოგინდებათ, ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ამ დღის თითოეული წუთი და იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა და სასიამოვნო შეხვედრები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2018
ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი
კურო: ერთ-ერთი ძველი ნაცნობმა, შესაძლოა, აღიაროს, რომ ძალიან მოსწონხართ. ეს ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ არაფერი თქვათ მანამ, სანამ შოკური მდგომარეობიდან არ გამოხვალთ. კარგი შედეგების მიღება შეგიძლიათ საქმეებში, თუ სიზარმაცეს დაძლევთ. არახელსაყრელი დღეა მკურნალობის, ოპერაციებისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის. სამაგიეროდ, გაგახარებთ თქვენთვის სიმპათიურ ადამიანთან შეხვედრა.
ტყუპი: გაგიჭირდებათ გარშემომყოფებისგან პესიმისტური განწყობის დამალვა. თავდაჯერებულობის ნაკლებობა ხელს შეგიძლიათ საქმიანობაში. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, გაღიზიანების „შემოტევები“. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც. არ დაუპირისპირდეთ ირგვლივ მყოფებს. არ აჰყვეთ არავის პროვოკაციას, რომ სარისკო ნაბიჯი გადადგათ. საღამოს სტრესისგან განთავისუფლდებით და თავისუფლად ამოისუნთქავთ.
კირჩხიბი: დღის დასაწყისი შესანიშნავი დროა სხვადასხვა საქმის შესასრულებლად. არ შეუშინდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებლობის აღებას. თუ რამე მიზანი გაქვთ დასახული, შეძლებთ მის მიღწევას - თქვენთვის გადაულახავი ბარიერი დღეს არ არსებობს. საღამოს მოახლოებასთან ერთად დაღლილობას იგრძნობთ. ეცადეთ, დაისვენოთ.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
ლომი: რთული იქნება, მაგრამ ეცადეთ, არ ინერვიულოთ. საქმეები შეიძლება ისე არ აეწყოს, როგორც თქვენ გინდათ. მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. კარგი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის. არაა გამორიცხული ფინანსური წარმატება. რეკომენდებულია საურთიერთობო წრის გადახედვა. ზოგიერთთან ურთიერთობის შემდეგ, შესაძლოა, ძალების გამოფიტვა იგრძნოთ.
ქალწული: დღეს, შესაძლოა, უკეთესობისკენ ცვლილებები დაიწყოს, თუმცა მოვლენები ნელა განვითარდება, ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ეცადეთ, არ გარისკოთ, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. დასახული მიზნების მიღწევის გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ. ზოგადად, ხელსაყრელი დღეა, საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. კარგი დღეა შოპინგისთვის, მგზავრობისთვის.
სასწორი: ექსპერტები მოგიწოდებენ, მოიქცეთ მოკრძალებულად. რასაც იტყვით ან გააკეთებთ დღეს, ის შეიძლება უახლოეს მომავალში თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. განსაკუთრებით იფრთხილეთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, გაღიზიანება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კონფლიქტებს აარიდეთ თავი. არახელსაყრელი დღეა შოპინგისა და გასართობი ღონისძიებებისთვის.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2018
ზოდიაქოს ნიშნების სანუკვარი ფარული ოცნებები
მორიელი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეებისთვის. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა - ეს კარგად იმოქმედებს განწყობაზეც. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. ამ დროს ადვილად მოიპოვებთ ირგვლივ მყოფების სიმპათიას, შეძლებთ თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენას. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ.
მშვილდოსანი: ხართ მტკიცედ განწყობილი და შეძლებთ მიზნის მიღწევას მაშინაც კი, თუ გარემოებები არცთუ ხელსაყრელად აეწყო. მაგრამ სანამ საქმეს დაიწყებთ, დაფიქრდით - ნამდვილად ღირს თუ არა მისი გაკეთება, რადგან არის საშიშროება, რომ დიდი ენერგია სულ ტყუილუბრალოდ დახარჯოთ. ზოგიერთ თქვენგანს რომანტიკული შეხვედრა ელოდება ფრიად უცნაურ გარემოებებში.
თხის რქა: ეცადეთ, დილიდან არავისთან პოლემიკაში არ ჩაებათ. რთული იქნება მეგობრული განწყობისა და სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ თუ ამას მოახერხებთ, მალევე მიხვდებით, რომ თქვენ ირგვლივ საკმაოდ სასიამოვნო ადამიანები ტრიალებენ. გელოდებათ არაერთი პოზიტიური მომენტი. ამ დღის აპოგეა საღამოს იქნება, როდესაც ბევრ თქვენგანს საჩუქარი ელოდება საყვარელი ადამიანისგან, ან დაუახლოვდება საინტერესო ადამიანს.
ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არ იჩქაროთ. შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ საქმეები, ქაოსის გარეშე გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ყოველდღიურ ერთფეროვან საქმეებზე კი გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია. პირადი ცხოვრება უფრო ჰარმონიული და საინტერესო გახდება. არაა გამორიცხული რომანტიკული შეხვედრა.
თევზები: დღე ნაყოფიერი იქნება, თუ საქმეებს სამომავლოდ არ გადადებთ. ახლა ბევრი რამ უნდა მოასწროთ, ამასთან, შეძლებთ ერთი საქმიდან მეორეზე გადართვას ისე, რომ არაფერს აურევთ. გექნებათ ვინმეს დახმარების შესაძლებლობა. არაა გამორიცხული თანხის მიღება. შოპინგი სიხარულს მოგიტანთ. თუ იმიჯის შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, დღეს ამისთვის საუკეთესო დღეა.
ყველა ახალი ამბავი
0