https://sputnik-georgia.com/20221020/dris-astroprognpozi-zodiaqos-nisnebistvis-20-oqtomberi-271433984.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T00:15+0400
2022-10-20T00:15+0400
2022-10-20T08:52+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23976/17/239761761_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_259b76c3bc7dd7705d079f0501814e2e.jpg
დღეს 2022 წლის 20 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტაიუპიტერი მფარველობს.ემოციურად დატვირთული დღეა. ხელსაყრელია ურთიერთობებისა და მაღალი აქტიურობისთვის, თუმცა ემოციებმა შეიძლება ხშირად გადაწონოს ლოგიკა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წვრილმანებზე არ დაკარგოთ დრო. ასევე დიპლომატიური უნდა იყოთ ურთიერთობებისას, რათა კონფლიქტები აიცილოთ თავიდან.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ოქტომბერი>>ვერძი: სასიცოცხლო პოტენციალი სათანადო სიმაღლეზეა. ხელსაყრელი დღეა იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. შესაძლებელია ჩანაფიქრის მშვიდად მიყვანა ბოლომდე. პირად ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. იქნებით ძალზე მომხიბლავი და არაერთ ქათინაურს მიიღებთ.კურო: დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახასიათებს. ნუ შეხვალთ კონფლიქტში გარშემომყოფებთან, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს და წვრილმანებზე ნუ მოცდებით. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ. არაა გამორიცხული უთანხმოება რომელიმე ახლობელთან.ტყუპი: ხელსაყრელი დღეა. ფინანსური წარმატების მომზადებაში შრომისმოყვარეობა ან გავლენიანი პირის მფარველობა დაგეხმარებათ. გელოდებათ წარმატებები ფულთან დაკავშირებით. გაქვთ კომფორტის შექმნის დიდი სურვილი, ამიტომ გამორიცხული არაა, სახლში რემონტი წამოიწყოთ, ოფისში კი ყველაფერი მოაწესრიგოთ.კირჩხიბი: გაქვთ უნიკალური შანსი, რომ სანუკვარი ოცნება განახორციელოთ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დააგროვეთ გასულ თვეებში სულიერი თუ მატერიალური სახით. ურთიერთობებში არაპროგნოზირებადი იქნებით - შესაძლოა, ადამიანი უადგილოდ შეაქოთ ან გააკრიტიკოთ. ფული ეკონომიურად დახარჯეთ.ლომი: გადახედეთ უახლოესი მომავლის გეგმებს. ამავე დროს, კარგი დღეა უკვე დაწყობილი გეგმების რეალიზაციისთვის. შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვათ შეცდომები და ყველა საქმე დროულად მოაგვაროთ. არ გადაიღალოთ - ამან შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.ქალწული: დღის დევიზია სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. ადვილად გადაწყვეტთ როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ამოცანებს. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან სტაბილური გახდება. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები. დღე ჰარმონიულად ჩაივლის, თუ მეგობრულად იქნებით განწყობილი ადამიანების მიმართ.სასწორი: ხელსაყრელი დღეა, რომლის დევიზი გახდება შრომისმოყვარეობა, სიჯიუტე მიზნის მიღწევის გზაზე. შესაძლებელია, გამოგიჩნდეთ მფარველი, რომელიც თქვენი ფინანსური აღმავლობის საწყის ეტაპს დააფინანსებს. სამსახურის საქმეებზე ოჯახში ნუ ილაპარაკებთ, რადგან დაძაბულობაა მოსალოდნელი. კარგი დღეა მათთვის, ვისაც სამუშაოს შეცვლა უნდა.მორიელი: მოსალოდნელია ქაოსი. მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება. ურთიერთობებისას ფრთხილად იყავით, რადგან მოსალოდნელია გაღიზიანება. დრო დაუთმეთ სახლის საქმეებს. არ ჩაებათ საოჯახო კონფლიქტში. წაგადგებათ ფეხით სიარული, სწორი კვება და ადრე დაძინება.მშვილდოსანი: არცთუ სახარბიელო დღეა. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემა, რის გამოც ვალის აღება შეიძლება მოგიწიოთ. თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს ასევე პირადი ცხოვრება - მოაგვარეთ ურთიერთობები ახლობლებთან, რადგან ბედის მოულოდნელი შემობრუნებისთვის უნდა იყოთ მზად.თხის რქა: ემოციურმა თავშეუკავებლობამ შესაძლოა უამრავი პრობლემა წარმოშვას. ამიტომ სანამ რამეს იტყვით, ათამდე დაითვალეთ და მხოლოდ მერე თქვით სათქმელი, თუ მანამდე არ გადაიფიქრებთ. შესაძლებელია თანხის მიღება, სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები. კარგი დღეა ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში, რამის ყიდვისთვის. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.მერწყული: გაგიჭირდებათ საქმეებზე კონცენტრირება, რაც, დიდი ალბათობით, ოჯახის წევრების პრობლემების გამო იქნება გამოწვეული. ეცადეთ, წონასწორობა და ჰარმონია შეინარჩუნოთ, ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანებს, ასევე ცუდ წინათგრძნობას. საქმიანობისას არ იჩქაროთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.თევზები: მშვიდი სამუშაო დღე გელოდებათ. შეიძლება პასიური დამკვირვებლის როლში აღმოჩნდეთ და ინიციატივა ხელიდან გაუშვათ. გამძაფრებული ინტუიციის წყალობით სწორად შეაფასებთ ყველაზე რთულ ვითარებასაც კი. გართულებულ სიტუაციაში გამოსავლის ძებნისას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.
https://sputnik-georgia.com/20200825/temperamenti-zodiaqos-niSnis-mixedviT-249276172.html
https://sputnik-georgia.com/20200306/vis-irCeven-partniorad-zodiaqos-niSnebi-247897912.html
https://sputnik-georgia.com/20191119/zodiaqos-mefuri-niSnebi-247043955.html
https://sputnik-georgia.com/20180925/ra-arguna-zodiaqos-TiToeul-niSans-gangebam-242217840.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23976/17/239761761_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_89ab2822e2973ae84bd8cf5a7eee9508.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი
00:15 20.10.2022 (განახლებულია: 08:52 20.10.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 20 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტაიუპიტერი მფარველობს.
ემოციურად დატვირთული დღეა. ხელსაყრელია ურთიერთობებისა და მაღალი აქტიურობისთვის, თუმცა ემოციებმა შეიძლება ხშირად გადაწონოს ლოგიკა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წვრილმანებზე არ დაკარგოთ დრო. ასევე დიპლომატიური უნდა იყოთ ურთიერთობებისას, რათა კონფლიქტები აიცილოთ თავიდან.
ვერძი: სასიცოცხლო პოტენციალი სათანადო სიმაღლეზეა. ხელსაყრელი დღეა იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. შესაძლებელია ჩანაფიქრის მშვიდად მიყვანა ბოლომდე. პირად ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. იქნებით ძალზე მომხიბლავი და არაერთ ქათინაურს მიიღებთ.
კურო: დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახასიათებს. ნუ შეხვალთ კონფლიქტში გარშემომყოფებთან, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს და წვრილმანებზე ნუ მოცდებით. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ. არაა გამორიცხული უთანხმოება რომელიმე ახლობელთან.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა. ფინანსური წარმატების მომზადებაში შრომისმოყვარეობა ან გავლენიანი პირის მფარველობა დაგეხმარებათ. გელოდებათ წარმატებები ფულთან დაკავშირებით. გაქვთ კომფორტის შექმნის დიდი სურვილი, ამიტომ გამორიცხული არაა, სახლში რემონტი წამოიწყოთ, ოფისში კი ყველაფერი მოაწესრიგოთ.
კირჩხიბი: გაქვთ უნიკალური შანსი, რომ სანუკვარი ოცნება განახორციელოთ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დააგროვეთ გასულ თვეებში სულიერი თუ მატერიალური სახით. ურთიერთობებში არაპროგნოზირებადი იქნებით - შესაძლოა, ადამიანი უადგილოდ შეაქოთ ან გააკრიტიკოთ. ფული ეკონომიურად დახარჯეთ.
ლომი: გადახედეთ უახლოესი მომავლის გეგმებს. ამავე დროს, კარგი დღეა უკვე დაწყობილი გეგმების რეალიზაციისთვის. შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვათ შეცდომები და ყველა საქმე დროულად მოაგვაროთ. არ გადაიღალოთ - ამან შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.
ქალწული: დღის დევიზია სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. ადვილად გადაწყვეტთ როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ამოცანებს. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან სტაბილური გახდება. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები. დღე ჰარმონიულად ჩაივლის, თუ მეგობრულად იქნებით განწყობილი ადამიანების მიმართ.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა, რომლის დევიზი გახდება შრომისმოყვარეობა, სიჯიუტე მიზნის მიღწევის გზაზე. შესაძლებელია, გამოგიჩნდეთ მფარველი, რომელიც თქვენი ფინანსური აღმავლობის საწყის ეტაპს დააფინანსებს. სამსახურის საქმეებზე ოჯახში ნუ ილაპარაკებთ, რადგან დაძაბულობაა მოსალოდნელი. კარგი დღეა მათთვის, ვისაც სამუშაოს შეცვლა უნდა.
მორიელი: მოსალოდნელია ქაოსი. მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება. ურთიერთობებისას ფრთხილად იყავით, რადგან მოსალოდნელია გაღიზიანება. დრო დაუთმეთ სახლის საქმეებს. არ ჩაებათ საოჯახო კონფლიქტში. წაგადგებათ ფეხით სიარული, სწორი კვება და ადრე დაძინება.
მშვილდოსანი: არცთუ სახარბიელო დღეა. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემა, რის გამოც ვალის აღება შეიძლება მოგიწიოთ. თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს ასევე პირადი ცხოვრება - მოაგვარეთ ურთიერთობები ახლობლებთან, რადგან ბედის მოულოდნელი შემობრუნებისთვის უნდა იყოთ მზად.
თხის რქა: ემოციურმა თავშეუკავებლობამ შესაძლოა უამრავი პრობლემა წარმოშვას. ამიტომ სანამ რამეს იტყვით, ათამდე დაითვალეთ და მხოლოდ მერე თქვით სათქმელი, თუ მანამდე არ გადაიფიქრებთ. შესაძლებელია თანხის მიღება, სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები. კარგი დღეა ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში, რამის ყიდვისთვის. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.
25 სექტემბერი 2018, 11:15
მერწყული: გაგიჭირდებათ საქმეებზე კონცენტრირება, რაც, დიდი ალბათობით, ოჯახის წევრების პრობლემების გამო იქნება გამოწვეული. ეცადეთ, წონასწორობა და ჰარმონია შეინარჩუნოთ, ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანებს, ასევე ცუდ წინათგრძნობას. საქმიანობისას არ იჩქაროთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
თევზები: მშვიდი სამუშაო დღე გელოდებათ. შეიძლება პასიური დამკვირვებლის როლში აღმოჩნდეთ და ინიციატივა ხელიდან გაუშვათ. გამძაფრებული ინტუიციის წყალობით სწორად შეაფასებთ ყველაზე რთულ ვითარებასაც კი. გართულებულ სიტუაციაში გამოსავლის ძებნისას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.