დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 10 ოქტომბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
არ იჩქაროთ. დღეს გასაკეთებელი საქმეები გულისყურსა და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს, ამას კი დრო სჭირდება. შესაძლებელია უთანხმოებები ირგვლივ მყოფებთან. თუ სამომავლო გეგმებს აწყობთ, არ იჩქაროთ მათი სხვებისთვის გაზიარება – დიდი ალბათობით, მათ მხარდაჭერის სურვილი არ ექნებათ და შესაძლოა, გეგმები აგირიონ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი, „მონადირის სავსემთვარეობა">>
ვერძი: ნუ ეცდებით ყველა საქმესთან მარტო გამკლავებას – გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. ამასთან, ერთობლივი მუშაობით, შესაძლოა, მეგობრობას ან რომანტიკულ ურთიერთობებს ჩაეყაროს საფუძველი, ოღონდ თუ ინიციატივას გამოიჩენთ. მუშაობისთვის დღის პირველი ნახევარი უფრო შესაფერისი დროა, საღამო კი შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“
კურო: ყურადღება მიაქციეთ დღეს გაჩენილ იდეებს. ისინი შეიძლება ძალზე თამამი და რეალობისგან დაშორებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ შემდეგ არ დაუბრუნდებით. კარგი დროა ნაცნობობისთვის. დღის მეორე ნახევარი პრაქტიკული ამოცანების გადაჭრას დაუთმეთ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიციას ენდეთ, მაგრამ ეს არ გაამართლებს პირად ურთიერთობებში.
ტყუპი: რთული იქნება ემოციებთან გამკლავება დღის პირველ ნახევარში. გექნებათ ბევრი საკითხი ერთდროულად გადასაჭრელი. ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს, პოზიტიური ტენდენციების გავლენა სწრაფად მომძლავრდება. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ დაწყებული საქმეების დამთავრებას, იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებზეც დიდხანს ფიქრობდით.
კირჩხიბი: გამოიყენეთ ვარსკვლავების კეთილგანწყობა და მნიშვნელოვან საქმეებს შეუდექით – გაქვთ წარმატებების მიღწევის შანსი. დიდი ალბათობით, ქაოსსა და ორომტრიალს თავს ვერ აარიდებთ მაგრამ შეძლებთ თავის ხელში აყვანას, სიმშვიდის შენარჩუნებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ამას გარშემომყოფები შეამჩნევენ, დააფასებენ და რჩევისთვის მოგმართავენ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
ლომი: მოთმინება დაგჭირდებათ, რადგან ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც ჩაიფიქრეთ, საჭირო შედეგებს სწრაფად ვერ მიიღებთ. ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს – ყველას ნდობა არ ივარგებს. რა ბარიერებიც არ უნდა გაჩნდეს თქვენს გზაზე, სასურველს მაინც მიაღწევთ. ემოციური ფონი დილით დაძაბული იქნება, მაგრამ მალე შეიცვლება უკეთესობისკენ.
ქალწული: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაფიქრებლად. შეძლებთ რთულ საქმეებში გარკვევას, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. გაგახარებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები. არაა გამორიცხული, რომ სადმე გამგზავრება მოგიწიოთ და თუ ეს ძველ მეგობრებთან ერთად მოხდება, განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილებები დაგრჩებათ.
სასწორი: დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა გარიგებების დასადებად, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, საქმიანი შეხვედრებისთვის. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებს დაუთმეთ. ადვილად გაუგებთ ირგვლივ მყოფებს. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
მორიელი: კარგი დღეა მუშაობისთვის. ადვილად გაუმკლავდებით ჩვეულ საქმეებს და ასევე შეძლებთ წარმატების მიღწევას ახალ საქმეში. შეძლებთ დამხმარეების პოვნას და თუნდაც ეს ხანმოკლე თანამშრომლობა იყოს, არაა გამორიცხული ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების დაწყება. ემოციური ფონი დადებითია და განწყობას ვერანაირი უთანხმოება ვერ შეგიცვლით.
მშვილდოსანი: მშფოთვარე დღეა, მაგრამ – საინტერესო. შეგიძლიათ გამართოთ საქმიანი შეხვედრები – ადვილად შეძლებთ შეთანხმებებს ადამიანებთან, მათ დარწმუნებას თქვენს სიმართლეში. შესაძლებელია იღბლიანი გარიგებების დადება, თანხის მიღება, მაგრამ სერიოზული ნივთების ყიდვისგან თავი შეიკავეთ. თუ რამე სახის უთანხმოება გაჩნდა ახლობლებთან, ამას მალე მოაგვარებთ.
თხის რქა: დღეს თქვენი დიპლომატიური უნარები ირგვლივ ყველას გამოადგება – შეარიგებთ მოკამათე მხარეებს, საერთო ენის გამონახვას შეძლებთ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. მაგრამ ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ სხვისი საქმეები – არ დაგავიწყდეთ, რომ საკუთარიც გასაკეთებელი გაქვთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელ მცირე გაუგებრობებს ადვილად მოაგვარებთ..
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
მერწყული: კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად, შესარიგებლად იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გაუგებრობები გქონდათ. ყველაზე დიდი წარმატება ელოდება მათ, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია დოკუმენტების გაფორმებასთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან. მაგრამ ვარსკვლავები ყველას დაუჭერენ მხარს, ასე რომ, თამამად შეეჭიდეთ რთულ საქმეებს.
თევზები: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი საქმისთვის, სადაც ფანტაზიაა საჭირო. გაგიჩნდებათ არაჩვეულებრივი იდეები, შეძლებთ წარმატების მიღწევას საქმეებში, რომლებიც აქამდე არ გამოგდიოდათ. უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი ახლობლებთან ურთიერთობებში. უთანხმოებებს ადვილად მოაგვარებთ. საღამოს შეგიძლიათ დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0