https://sputnik-georgia.com/20221009/dris-astroprognozi-9-oqtomberi-271155474.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი, „მონადირის სავსემთვარეობა"
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი, „მონადირის სავსემთვარეობა"
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 09.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-09T00:15+0400
2022-10-09T00:15+0400
2022-10-09T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644374_0:56:3441:1992_1920x0_80_0_0_4eacc5e0bb7ba4086b786ffc04385691.jpg
დღეს 2022 წლის 9 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს. არის სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში. ამ სავსემთვარეობას „მონადირის სავსემთვარეობას" უწოდებენ. ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ, ჩრდილოამერიკელების გადმოცემით, ამ დროს მთვარე ცხოველებს სიგნალს უგზავნის, რომ ზამთარი დგება და საჭიროა ცხიმის მომარაგება გამოსაზამთრებლად. ისინი გადიან მინდვრებზე დარჩენილი მოსავლის ასათვისებლად და ამ დროს მონადირეებისთვის ადვილად მოსაპოვებელი ხდებიან.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ოქტომბერი>>სავსემთვარეობისას ადამიანებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება, თუმცა კარგი დღეა ენერგიის მისაღებად, რომ შემდეგ სურვილები აისრულოთ და ასევე ხასიათის უარყოფითი თვისებების გადასალახავად.რისი გაკეთება არ შეიძლება 9 ოქტომბერს:რისი გაკეთება შეიძლება 9 ოქტომბერს:დღეს არაფერია შეუძლებელი. ემოციები ღრმა და ძლიერი იქნება, მაგრამ საკმარისია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება და ნებისმიერი საქმე ძალზე ადვილად გამოგივათ. დღის პრიორიტეტები უნდა იყოს სიყვარული, ურთიერთობები. ამაგრამ დაიმახსოვრეთ – გრძნობებს ბრმად არ აჰყვეთ და წინასწარ გათვალეთ სვლები.ვერძი: ორმაგად განუმეორებელი იქნებით – პირველ რიგში, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებსაც თქვენი საოცარი თავდაჯერებულობა „გადაედებათ“. ქარიზმა დაგეხმარებათ სამუშაოზეც, სახლშიც და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებში. მთავარია, არ „გადაამლაშოთ“ – თუ ირგვლივ მყოფებმა დაინახეს, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა ღრუბელივით გაიფანტება და უპატიებელ ნაკლად იქცევა.კურო: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმი გექნებათ და რომ არ გინდოდეთ კიდეც, გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. ამისთვის არ დაგჭირდებათ რამე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება – არანაკლებ დამაინტრიგებელი იქნება თქვენი დუმილიც. ეს სათავისოდ გამოიყენეთ – გააბით ნაცნობობა საჭირო ადამიანებთან, ან, უბრალოდ, თქვენი უბადლო ღიმილით დაახვიეთ ვინმეს თავბრუ.ტყუპი: თქვენი ტვინი გახსნილია ახალი იდეებისთვის, ხოლო გული – ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი და მძაფრი გამოსცადოთ. არაფერი ისე არ „აგიდუღებთ“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარზე ბალანსის დაცვა. ფლირტი უცნობთან, ექსტრემალური სპორტი... რაც აკრძალული არაა, იქნებ ღირს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადოთ.კირჩხიბი: მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა და უკმაყოფილება შეიძლება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფები თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანენს მწყობრიდან, ხოლო მოვლენების განვითარება ზოგჯერ ხელიდან დაგისხლტებათ. ეს გაგაღიზიანებთ. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავს ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ექნება ეს ბანალური მრისხანება თუ სასიყვარულო ვნებების „ამოფრქვევა“.ლომი: დღეს უნდა იყოთ მოვლენების ეპიცენტრში, იგებდეთ ყველანაირ ჭორს – ესაა თქვენი წარმატების გარანტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ და მოაჯადოვოთ ის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ხართ.ქალწული: სიფრთხილე გმართებთ – შესაძლებელია ღია კონფლიქტი. იქნებით საბრძოლო განწყობით, ამავე დროს, ნერვული და რეაქცია გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება „გაიელვოს“ კიდეც და აქედან „მეხის ჩამოვარდნამდე“ სულ ერთი ნაბიჯია. რომ არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ, საჭიროა, რომ ენერგია რამე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. სასწორი: დღეს განწყობა ცვალებადი გექნებათ. ერთმანეთს ჩაანაცვლებს მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი გარე მოვლენების გამო შეიცვლება, ზოგი პირადი განცდების გამო. საკუთარი გრძნობების ხელში „დამყოლი თოჯინა“ რომ არ აღმოჩნდეთ, უნდა გააკონტროლოთ ემოციები, ან ეცადოთ მაინც.მორიელი: დღეს ნებისმიერი ქმედება ან სიტყვა გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ანუ ბუზის ნაცვლად სპილოს დაინახავთ. ეს სამუშაოს თვალსაზრისით ცუდი არაა, თუმცა ურთიერთობებში თქვენს ეგზალტირებულ მდგომარეობას გარშემომყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, სხვა შემთხვევაში ემოციებმა შეიძლება შიგნიდან „აგაფეთქოთ“.მშვილდოსანი: იყავით მზად იმისთვის, რომ დღეს დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. ირგვლივ მყოფებს შორის ძალზე მნიშვნელოვანი პერსონებიც შეიძლება იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრება და კარიერაა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, დღეს უნდა ეცადოთ, რომ თავი განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩინოთ. თუ არ გამოგივიდათ, რა ბედენაა, მთავარია, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და ამას ირგვლივ აუცილებლად იგრძნობენ.თხის რქა: დღეს თავშეკავება გმართებთ. „ფეთქებად“ ხასიათზე ხართ და გამძაფრებული გაქვთ პატივმოყვარეობა. ამის გამო კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ხოლო სადაც არის, მას ძალიან გააზვიადებთ. შეგიძლიათ ადამიანებს „დაარტყათ“ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. მაგრამ ისმის კითხვა – მოგიტანთ ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? სავარაუდოდ, არა. ამიტომ იქნებ, არ ღირს ომის წამოწყება?მერწყული: დღეს დაუოკებელი ლტოლვა შეიძლება გაგიჩნდეთ ყველაფერი ახლისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო სიახლეები – ახალი ადგილები, ცოდნა, ადამიანები – საოცარ ინტერესს. ასეთი სწრაფვა რომ დაიკმაყოფილოთ, დღეს ჩვეულ ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც სულ უბრალო რამეში (ახალი კერძი, წიგნი, ფილმი). შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.თევზები: თუნდაც ჩვეულებრივ ფულს ყოველთვის ფრთხილად ხარჯავდეთ, თქვენი ეკონომიურობა სადღაც გაქრება და მის ადგილზე ფულის მფლანგველი გაიღვიძებს. განსაკუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. და რატომაც არა? ხანდახან ხომ შეიძლება ასეთ განწყობას აჰყვეთ? ქამრის შემოჭერა მერეც შეიძლება. დღეს შეგიძლიათ გულის კარნახს მიჰყვეთ, მაგრამ მაინც – გონივრულობის ფარგლებში.
https://sputnik-georgia.com/20200709/savsemTvareoba-da-zodiaqos-niSnebi-248917762.html
https://sputnik-georgia.com/20190918/mfarveli-planetis-gavlena-zodiaqos-niSnebze-246518663.html
https://sputnik-georgia.com/20190403/rogor-moqmedebs-mTvaris-fazebi-adamianis-energetikaze-244840574.html
https://sputnik-georgia.com/20210113/kviris-dRe-da-misi-gavlena-qalis-xasiaTze-250589753.html
https://sputnik-georgia.com/20180227/ra-frazas-SeuZlia-zodiaqos-TiToeuli-niSnis-wyobilebidan-gamoyvana-239470142.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644374_355:0:3086:2048_1920x0_80_0_0_6ae8c7dbd674924fdbdc6cb0f83989ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი, „მონადირის სავსემთვარეობა"
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს. არის სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში.
ამ სავსემთვარეობას „მონადირის სავსემთვარეობას" უწოდებენ. ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ, ჩრდილოამერიკელების გადმოცემით, ამ დროს მთვარე ცხოველებს სიგნალს უგზავნის, რომ ზამთარი დგება და საჭიროა ცხიმის მომარაგება გამოსაზამთრებლად. ისინი გადიან მინდვრებზე დარჩენილი მოსავლის ასათვისებლად და ამ დროს მონადირეებისთვის ადვილად მოსაპოვებელი ხდებიან.
სავსემთვარეობისას ადამიანებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება, თუმცა კარგი დღეა ენერგიის მისაღებად, რომ შემდეგ სურვილები აისრულოთ და ასევე ხასიათის უარყოფითი თვისებების გადასალახავად.
რისი გაკეთება არ შეიძლება 9 ოქტომბერს:
იმპულსურობა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში
კონფლიქტში ჩაბმა და ურთიერთობების გამორკვევა
ძვირადღირებული რამის ყიდვა, ინვესტიციების საკითხების გადაჭრა.
რისი გაკეთება შეიძლება 9 ოქტომბერს:
დღეს არაფერია შეუძლებელი. ემოციები ღრმა და ძლიერი იქნება, მაგრამ საკმარისია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება და ნებისმიერი საქმე ძალზე ადვილად გამოგივათ. დღის პრიორიტეტები უნდა იყოს სიყვარული, ურთიერთობები. ამაგრამ დაიმახსოვრეთ – გრძნობებს ბრმად არ აჰყვეთ და წინასწარ გათვალეთ სვლები.
ვერძი: ორმაგად განუმეორებელი იქნებით – პირველ რიგში, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებსაც თქვენი საოცარი თავდაჯერებულობა „გადაედებათ“. ქარიზმა დაგეხმარებათ სამუშაოზეც, სახლშიც და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებში. მთავარია, არ „გადაამლაშოთ“ – თუ ირგვლივ მყოფებმა დაინახეს, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა ღრუბელივით გაიფანტება და უპატიებელ ნაკლად იქცევა.
კურო: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმი გექნებათ და რომ არ გინდოდეთ კიდეც, გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. ამისთვის არ დაგჭირდებათ რამე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება – არანაკლებ დამაინტრიგებელი იქნება თქვენი დუმილიც. ეს სათავისოდ გამოიყენეთ – გააბით ნაცნობობა საჭირო ადამიანებთან, ან, უბრალოდ, თქვენი უბადლო ღიმილით დაახვიეთ ვინმეს თავბრუ.
18 სექტემბერი 2019, 01:21
ტყუპი: თქვენი ტვინი გახსნილია ახალი იდეებისთვის, ხოლო გული – ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი და მძაფრი გამოსცადოთ. არაფერი ისე არ „აგიდუღებთ“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარზე ბალანსის დაცვა. ფლირტი უცნობთან, ექსტრემალური სპორტი... რაც აკრძალული არაა, იქნებ ღირს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადოთ.
კირჩხიბი: მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა და უკმაყოფილება შეიძლება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფები თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანენს მწყობრიდან, ხოლო მოვლენების განვითარება ზოგჯერ ხელიდან დაგისხლტებათ. ეს გაგაღიზიანებთ. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავს ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ექნება ეს ბანალური მრისხანება თუ სასიყვარულო ვნებების „ამოფრქვევა“.
ლომი: დღეს უნდა იყოთ მოვლენების ეპიცენტრში, იგებდეთ ყველანაირ ჭორს – ესაა თქვენი წარმატების გარანტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ და მოაჯადოვოთ ის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ხართ.
ქალწული: სიფრთხილე გმართებთ – შესაძლებელია ღია კონფლიქტი. იქნებით საბრძოლო განწყობით, ამავე დროს, ნერვული და რეაქცია გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება „გაიელვოს“ კიდეც და აქედან „მეხის ჩამოვარდნამდე“ სულ ერთი ნაბიჯია. რომ არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ, საჭიროა, რომ ენერგია რამე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.
სასწორი: დღეს განწყობა ცვალებადი გექნებათ. ერთმანეთს ჩაანაცვლებს მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი გარე მოვლენების გამო შეიცვლება, ზოგი პირადი განცდების გამო. საკუთარი გრძნობების ხელში „დამყოლი თოჯინა“ რომ არ აღმოჩნდეთ, უნდა გააკონტროლოთ ემოციები, ან ეცადოთ მაინც.
მორიელი: დღეს ნებისმიერი ქმედება ან სიტყვა გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ანუ ბუზის ნაცვლად სპილოს დაინახავთ. ეს სამუშაოს თვალსაზრისით ცუდი არაა, თუმცა ურთიერთობებში თქვენს ეგზალტირებულ მდგომარეობას გარშემომყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, სხვა შემთხვევაში ემოციებმა შეიძლება შიგნიდან „აგაფეთქოთ“.
მშვილდოსანი: იყავით მზად იმისთვის, რომ დღეს დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. ირგვლივ მყოფებს შორის ძალზე მნიშვნელოვანი პერსონებიც შეიძლება იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრება და კარიერაა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, დღეს უნდა ეცადოთ, რომ თავი განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩინოთ. თუ არ გამოგივიდათ, რა ბედენაა, მთავარია, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და ამას ირგვლივ აუცილებლად იგრძნობენ.
თხის რქა: დღეს თავშეკავება გმართებთ. „ფეთქებად“ ხასიათზე ხართ და გამძაფრებული გაქვთ პატივმოყვარეობა. ამის გამო კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ხოლო სადაც არის, მას ძალიან გააზვიადებთ. შეგიძლიათ ადამიანებს „დაარტყათ“ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. მაგრამ ისმის კითხვა – მოგიტანთ ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? სავარაუდოდ, არა. ამიტომ იქნებ, არ ღირს ომის წამოწყება?
მერწყული: დღეს დაუოკებელი ლტოლვა შეიძლება გაგიჩნდეთ ყველაფერი ახლისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო სიახლეები – ახალი ადგილები, ცოდნა, ადამიანები – საოცარ ინტერესს. ასეთი სწრაფვა რომ დაიკმაყოფილოთ, დღეს ჩვეულ ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც სულ უბრალო რამეში (ახალი კერძი, წიგნი, ფილმი). შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
თევზები: თუნდაც ჩვეულებრივ ფულს ყოველთვის ფრთხილად ხარჯავდეთ, თქვენი ეკონომიურობა სადღაც გაქრება და მის ადგილზე ფულის მფლანგველი გაიღვიძებს. განსაკუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. და რატომაც არა? ხანდახან ხომ შეიძლება ასეთ განწყობას აჰყვეთ? ქამრის შემოჭერა მერეც შეიძლება. დღეს შეგიძლიათ გულის კარნახს მიჰყვეთ, მაგრამ მაინც – გონივრულობის ფარგლებში.