პარლამენტი საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
კანონი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" პარლამენტმა უნდა მიიღოს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე კვირისა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საწყისი ვარიანტის განხილვას იწყებენ.
რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი განხილვის შემდეგ პროექტი დასამუშავებლად მთავრობას გადაეგზავნება. კანონპროექტის ახალი ვარიანტი კვლავ წარედგინება პარლამენტს და კვლავ დაუბრუნდება მთავრობას რედაქტირებისთვის.
პარლამენტმა მესამე მოსმენით სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა მიიღოს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე კვირისა.
რა საფუძვლებზეა გათვლილი 2023 წლის ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტი ეფუძნება კონსერვატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და ორიენტირებულია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებაზე.
ეს პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე მსოფლიო, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს.
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი 2023 წლისთვის

მაჩვენებლები

პროგნოზი 2022

პროგნოზი 2023

ეკონომიკური ზრდა, %

8,5

5,0

დეფლატორი

10,5

5,0

მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი

72,2

79,6

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

16,8

18,5

ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ის მიმართ

3,2

2,8

ბიუჯეტის ხარჯები, % მშპ-ის მიმართ

21,6

21,3

პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაზრდა 5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზია 79 მლრდ ლარის დონეზე. შედარებისთვის, ბოლო პროგნოზით ის 72,2 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის ერთობლივი დეფიციტის პროგნოზი დადგენილია 2,8%-ის დონეზე. ამასთან, მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ შეადგენს 39%-ს.
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები
პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 1,9 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით 21,3 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 2,6 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,2 მლრდ-ს შეადგენს.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

მაჩვენებელი

2022

2023

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

19.362,6

21.302,0

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

13.423,6

15.953,5

გრანტები

341,8

279,7

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

19.171,1

21.154,0

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარს შეადგენს.
ვინ მიიღებს მეტ ფულს
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 4,8 მლრდ ლარი იქნება.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას.
საქართველოში 2023 წლიდან პენსიები გაიზრდება>>
სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს დაახლოებით 3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი ფული კი ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რემონტსა და სკოლების მშენებლობას.
პროგნოზის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 2 მლრდ ლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
ხუციშვილი: მომავალი წლიდან საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ>>
ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,2 მლრდ ლარს შეადგენს. ფული მოხმარდება სამხედროების ხელფასების 20%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას.
გაიზრდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. აქაც პოლიციის თანამშრომლებს მოემატებათ ხელფასი 20%-ით.
ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების მომატების მიზნით გაიზრდება სუსის ბიუჯეტი და გახდება 180 მილიონი ლარი.
პოლიციელებსა და სამხედროებს ხელფასები გაეზრდებათ>>
ასევე გაიზრდება კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 401,2 მლნ ლარს.
მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს 22 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი – 9,1 მლნ ლარს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0