პოლიციელებსა და სამხედროებს ხელფასები გაეზრდებათ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელი
პოლიციელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სუსის დაფინანსება მომავალ წელს 490 მილიონი ლარით იზრდება.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) თანამშრომლებს 2023 წლის 1 იანვრიდან ხელფასები 20%-ით მოემატებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებისა და სუსის დაფინანსება გაისად ჯამურად 490 მლნ ლარით გაიზრდება.

„პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. 2023 წლის იანვარში ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება და ასე გაგრძელდება მომავალ წლებშიც.
პრემიერის თქმით, ხელფასების გარდა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის იგეგმება საცხოვრებელი ბინების მშენებლობა პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
ხუციშვილი: მომავალი წლიდან საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ>>
„ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით. 1.000-ზე მეტ ჯარისკაცს გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში დაიწყება პოლიციელების ქალაქის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში 1.000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს. მისი თქმით, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა.
პირობები პოლიციელებისთვის იქნება იგივე, რაც ჯარისთვის არის. პოლიციელები 1 კვ.მ ფართობზე 100 დოლარის ეკვივალენტ ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ხარჯებს კი სახელმწიფო დაფარავს.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა, ახალი შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0