ხუციშვილი: მომავალი წლიდან საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. მომავალი წლიდან საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება იზრდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის წარდგენისას.
მინისტრის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 290 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით, ხოლო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე გაიზრდება. კერძოდ, 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელებისა და მანდატურების ხელფასი 125-125 ლარით მოიმატებს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურებას, მინისტრის თქმით, ზრდა ამ სეგმენტშიცაა დაგეგმილი — მათი ხელფასები 100 ლარით გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0