https://sputnik-georgia.com/20220930/saqartvelosi-2023-wlidanpensiebi-izrdeba-270911015.html
საქართველოში 2023 წლიდან პენსიები გაიზრდება
საქართველოში 2023 წლიდან პენსიები გაიზრდება
Sputnik საქართველო
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 2023 წელს 770 მილიონი ლარით იზრდება. 30.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-30T16:04+0400
2022-09-30T16:04+0400
2022-09-30T20:37+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/79/234437987_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_738be92035d9ba080c2fdaa1c44c6f4b.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლიდან ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიები იზრდება, ასევე გაიზრდება სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს.პრემიერის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს დაახლოებით 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე სრულად რეაგირებას.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით; ასევე გაიზრდება დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც.„ჩვენ ბავშთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე. იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია – იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები – რომ ეს კიდევ გავზარდოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.1 იანვრიდან საპენსიო სესხის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს>>მთლიანობაში გაისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება.პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.დაგროვებითი პენსიით საქართველოში დაახლოებით 2,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა>>2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 360 ლარს.ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/79/234437987_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4e121cbd929fd6c363e73a03370fdad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველო
საქართველოში 2023 წლიდან პენსიები გაიზრდება
16:04 30.09.2022 (განახლებულია: 20:37 30.09.2022) ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 2023 წელს 770 მილიონი ლარით იზრდება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლიდან ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიები იზრდება, ასევე გაიზრდება სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს.
პრემიერის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს დაახლოებით 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე სრულად რეაგირებას.
„70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან – 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით; ასევე გაიზრდება დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც.
„ჩვენ ბავშთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე. იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია – იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები – რომ ეს კიდევ გავზარდოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთლიანობაში გაისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება.
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 360 ლარს.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.