https://sputnik-georgia.com/20220909/dagrovebiti-pensiit-2400-adamianma-isargebla-270266675.html
დაგროვებითი პენსიით საქართველოში დაახლოებით 2,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა
დაგროვებითი პენსიით საქართველოში დაახლოებით 2,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა
Sputnik საქართველო
31 აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,1% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,9% – დოლარში. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T11:00+0400
2022-09-09T11:00+0400
2022-09-09T16:50+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა, 7 სექტემბრის მონაცემებით, 1,3 მლნ ადამიანს შეადგენს, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 2.387-მა პირმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.პენსიონერებისთვის გაცემული თანხის ოდენობა დაახლოებით 5,5 მლნ ლარია.სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2,62 მლრდ ლარამდე გაიზარდა, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოგება 374 მლნ ლარს შეადგენს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამ ეტაპზე სავალდებულოა.ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები საქართველოში პენსიას მიიღებენ>>>შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. სახსრები ჩაიდო საქართველოს მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ამოქმედებიდან (01.01.2019) მიმდინარე წლის სექტემბრამდე პერიოდში სუფთა მოგებამ 37,67%, ფონდის ინვესტიციების (ინფლაციის გათვალისწინებით) რეალურმა ამონაგებმა კი 1,92% შეადგინა.მოქალაქეთა დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება: საპენსიო სააგენტოს განცხადება>>>საპენსიო ფონდმა დოლარის შეძენა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. 31 აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,1% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,9% – დოლარში.აქტივების 6,5% განთავსებულია მიმდინარე საპროცენტო ანგარიშებზე, 8,9% – ადგილობრივ სახაზინო ოლიგაციებში, 8,7% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9% – გლობალურ აქციებში, 1% – ევროობლიგაციებში, ხოლო აქტივების 65,9% ჩადებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
დაგროვებითი პენსიით საქართველოში დაახლოებით 2,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა
11:00 09.09.2022 (განახლებულია: 16:50 09.09.2022) 31 აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,1% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,9% – დოლარში.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა, 7 სექტემბრის მონაცემებით, 1,3 მლნ ადამიანს შეადგენს, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 2.387-მა პირმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
პენსიონერებისთვის გაცემული თანხის ოდენობა დაახლოებით 5,5 მლნ ლარია.
სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2,62 მლრდ ლარამდე გაიზარდა, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოგება 374 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამ ეტაპზე სავალდებულოა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. სახსრები ჩაიდო საქართველოს მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ამოქმედებიდან (01.01.2019) მიმდინარე წლის სექტემბრამდე პერიოდში სუფთა მოგებამ 37,67%, ფონდის ინვესტიციების (ინფლაციის გათვალისწინებით) რეალურმა ამონაგებმა კი 1,92% შეადგინა.
საპენსიო ფონდმა დოლარის შეძენა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. 31 აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,1% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,9% – დოლარში.
აქტივების 6,5% განთავსებულია მიმდინარე საპროცენტო ანგარიშებზე, 8,9% – ადგილობრივ სახაზინო ოლიგაციებში, 8,7% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9% – გლობალურ აქციებში, 1% – ევროობლიგაციებში, ხოლო აქტივების 65,9% ჩადებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში.