ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები საქართველოში პენსიას მიიღებენ

გამოწერა
საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საპენსიო ასაკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები საქართველოში პენსიის მიღებას შეძლებენ, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
პენსიის მიღებისთვის პირი უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში და პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება დაწეროს.
უწყების ცნობით, საქართველოში პენსიის დანიშვნა დამოკიდებული აღარაა იმაზე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი იღებს თუ არა პენსიას მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოში.
მანამდე სხვა სახელმწიფოში პენსიის მიმღებ პირებს, ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, არ შეეძლოთ საქართველოში პენსიის მიღება.
საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
ყველა ახალი ამბავი
0