მოქალაქეთა დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება: საპენსიო სააგენტოს განცხადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
საპენსიო სააგენტო მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელსაც, მათი განცხადებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს საქართველოში მაღალი ინფლაციის მიუხედავად არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო მასმედიაში გავრცელებულ „არასწორ ინფორმაციას“ გამოეხმაურა, რომელსაც, მათი განცხადებით, „შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

„საპენსიო სააგენტოს და, რაც მთავარია, საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საპენსიო სააგენტო სტაბილურად, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სამუშაო პროცესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, უწყება ყოველთვის აქტიურად აწვდის საზოგადოებას ნებისმიერ ინფორმაციას და ინარჩუნებს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.
სააგენტოსა და მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის ინტერვიუს დროს ითქვა, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს გამოწვევას დანაზოგებისთვის, რასაც, ბუნებრივია, მოსდევს რეალური ამონაგების შემცირება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მაღალი ინფლაციის დროს რეალური ამონაგების შემცირება დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და არ იწვევს მოქალაქეთა შენატანების შემცირებას. მას გავლენა აქვს მხოლოდ დარიცხულ რეალურ სარგებელზე.
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო მონაცემები>>>
სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ დადებითი რეალური სარგებლის და მინიმუმ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტი ამონაგების გენერირება.
ამისათვის სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მხრიდან ხდება პორტფელის სავალუტო დივერსიფიკაცია, გლობალური აქციების შესყიდვა, რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთისა და ბაზარზე არსებულ მაღალ, გრძელვადიან ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა აგრძელებს ზრდას იმ დროს, როდესაც გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„შესაბამისად, გვინდა მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან. სააგენტო კვლავაც მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქმიანობისა და შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ყველაფერი დაგროვებითი პენსიის შესახებ
დაგროვებითი საპენსიო სისტემასაქართველოში 2019 წლის1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა. 13 ივნისის მდგომარეობით, სისტემაში ჩართული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა თითქმის 1,3 მილიონ ადამიანს შეადგენს.
შექმნის შემდეგ საპენსიო აქტივების მოცულობა 2,39 მლრდ ლარამდე გაიზარდა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული მოგება 334 მლნ ლარს შეადგენს.
ამ დროისათვის დაგროვებითი პენსიით 1.938-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა 3,9 მილიონ ლარს შეადგენს.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ1%-ს დაარიცხავს.
სააგენტომ პირველი ინვესტიცია (560 მლნ ლარის ოდენობის) 2020 წლის მარტში განახორციელა. სახსრები ჩაიდო საქართველოს მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
საპენსიო სააგენტომ სულ ახლახან დოლარის ყიდვა დაიწყო. 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 95,8% ქართულ ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 4,2% – დოლარში.
ყველა ახალი ამბავი
0