https://sputnik-georgia.com/20220614/ramdenma-adamianma-isargebla-dagrovebiti-pensiit-bolo-monacemebi-267458537.html
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო მონაცემები
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 1.285 ათასი ადამიანია ჩართული.
2022-06-14T19:44+0400
2022-06-14T19:44+0400
2022-06-14T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/79/234437987_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_738be92035d9ba080c2fdaa1c44c6f4b.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი, 2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, 334 მილიონი ლარია, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება კი 2,39 მილიარდ ლარს შეადგენს.საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში 1.285 ათასი ადამიანია ჩართული. ამ დროისათვის დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 1.938-მა ადამიანმა. მათზე გაცემული თანხა 3.986.387 ლარს შეადგენს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.წყარო: საპენსიო სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/79/234437987_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4e121cbd929fd6c363e73a03370fdad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაგროვებითი პენსია მონაცემები
დაგროვებითი პენსია მონაცემები
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო მონაცემები
19:44 14.06.2022 (განახლებულია: 22:53 14.06.2022) ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 1.285 ათასი ადამიანია ჩართული.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი, 2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, 334 მილიონი ლარია, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება კი 2,39 მილიარდ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში 1.285 ათასი ადამიანია ჩართული. ამ დროისათვის დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 1.938-მა ადამიანმა. მათზე გაცემული თანხა 3.986.387 ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის საპენსიო აქტივები მთლიანად ლარშია ინვესტირებული.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა.