დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ოქტომბერი

© Pixabay / Pexelsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 ოქტომბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
თუ შესაძლებელია, დღეს მუშაობა დაივიწყეთ – უფრო ფანტაზიებისკენ არიან ადამიანები განწყობილი, ვიდრე სამუშაოსადმი. დღესშედეგნილი თუნდაც გრანდიოზული გეგმები, დიდი ალბათობით, არ იქნება საიმედო. ფულთან მიმართებით დიდი სიფრთხილეა საჭირო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ოქტომბერი>>
ვერძი: არ მოკიდოთ ხელი საქმეს, თუ საკუთარ თავში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი. არაა შესაფერისი დღე რთული ამოცანების გადასაწყვეტად, ახალი პროექტების დასაწყებად. ვერ შეძლებთ სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებას. სამაგიეროდ, ხართ ძალზე ოპტიმისტურად განწყობილი და შავ ღრუბლებს მიღმა მზის სხივების დანახვა შეგიძლიათ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
კურო: გაიხსენეთ თქვენი მივიწყებული ოცნებები, ჩაიძირეთ ფანტაზიების სამყაროში, სადაც არ არსებობს საზღვრები და ყველაფერი შესაძლებელია. თქვენი აზროვნება ხატოვანი და შემოქმედებითი პოტენციალი უმაღლეს დონეზე იქნება. დრო შემოქმედებას, ოცნებას, წარმოსახვას დაუთმეთ – ეს დღე მოსაწყენი, რუტინული საქმეებისთვის არ არის.
ტყუპი: ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს უნარზე, თავი ხელში აიყვანოთ და ემოციები გააკონტროლოთ. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ირგვლივ მყოფებთან, მაგრამ შეგწევთ ძალა, კონფლიქტებს აარიდოთ თავი. ფულს ქარს ნუ გაატანთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ფინანსურ დანაკარგებს მოიტანს.
კირჩხიბი: დღეს შეძლებთ ურთიერთობების წყურვილის დაკმაყოფილებას. ეძებთ რუტინისგან ხსნას იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, მაგრამ არა იმ მიმართულებით, სადაც დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო, არამედ სფეროებში, სადაც ფანტაზია და შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო. მოსალოდნელია თანხის მიღება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
ლომი: არის რისკი, რომ დღეს ვინმეს ან რამის მიმართ იმედი გაგიცრუვდეთ. არაა გამორიცხული, რომ ეს „ვინმე“ თვითონ თქვენ იყოთ. თქვენი კალაპოტიდან ამოგდება ნებისმიერ წვრილმანს, სულ მცირე კრიტიკასაც შეუძლია. ნუ დაიღლებით უაზრობების გამო, ნუ ეცდებით პრობლემების რადიკალურად გადაჭრას, გაუფრთხილდით ნერვებს.
ქალწული: არ იჩქაროთ. ბევრს მიაღწევთ, თუ დაფიქრებულ ნაბიჯებს გადადგამთ. ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ მოთმინება გამოიჩინეთ. აჯობებს საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად – არაა გამორიცხული ფინანსური დანაკარგები. არ ღირს კრედიტის აღება.
სასწორი: დღეს, შესაძლოა, ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდეთ. სამაგიეროდ, დიდ პრობლემებს, თუ ასეთს გადააწყდით, მედგრად დაუხვდებით. ამიტომ აჯობებს, სერიოზული საკითხების გადაწყვეტას შეუდგეთ, სასურველია ისეთის, რომლებსაც მარტო გაუმკლავდებით, რათა ირგვლივ მყოფებთან ნაკლები კონტაქტი გქონდეთ და კონფლიქტებს აარიდოთ თავი.
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
მორიელი: ხართ ძალზე მომხიბლავი და ყველას გულის დაპყრობა შეგიძლიათ. თქვენი დადებითი ემოციები „გადამდებია“, გამოირჩევით შესანიშნავი ორატორული ნიჭით. თუ თქვენი იდეების სხვებისთვის გაზიარება და თანამოაზრეების შემოკრება გინდათ, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით, თუნდაც თქვენს იდეებს ცოტა ფანტაზია „გაჰკრავდეს“.
მშვილდოსანი: დღეს უამრავი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. განსაკუთრებით მიგიზიდავთ პირადი სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული საქმეები. დიდი სურვილი გაქვთ რამის შეცვლის სახლში, ავტომობილში, აგარაკზე. მაგრამ არის რისკი, რომ ხან ერთ საქმეს შეეჭიდოთ, ხან მეორეს და უამრავი იდეის „წყალობით“ ვერცერთი ვერ მიიყვანოთ ბოლომდე.
თხის რქა: არცთუ საუკეთესო დღეა სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად. არანაირი სურვილი არ გაქვთ მუშაობის, სწავლის, ყურადღების დაძაბვის. სამაგიეროდ, თქვენს ფანტაზიას საზღვარი არ ექნება. რთული იქნება წინააღმდეგობის გაწევა სურვილისთვის, რომ გაექცეთ რუტინას, ყოველდღიურობას და რაღაც ექსტრავაგანტული მოიმოქმედოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
მერწყული: დიდი ალბათობით, ფულთან დაკავშირებით გაუგებრობები გელოდებათ. შესაძლოა, ბიუჯეტს გადააჭარბოთ, ან სხვა რამ მოხდეს. ამისთვის მზად უნდა იყოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ვითარების დამოუკიდებლად გამოსწორება – მხოლოდ უარეს შედეგს მიიღებთ. კარგი იქნება, თუ გყავთ საიმედო ადამიანი და თქვენს საფულეს მას ანდობთ.
თევზები: შესაძლოა, გაგიჩნდეთ იდეა, თუ როგორ შეცვალოთ რადიკალურად საკუთარი ცხოვრება. ეს გრანდიოზული გეგმები შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს. თუნდაც ეს იდეები იდეალურად გეჩვენებოდეთ, სჯობს, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. დიდია ალბათობა, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ.
ყველა ახალი ამბავი
0