ბათუმში ცხრა თვეში ასამდე უკანონო მშენებლობა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული სახლი ბათუმში
ავარიული სახლი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ყველა დამრღვევის მიმართ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის მუნიციპალიტეტში 2022 წლის 1 იანვრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული 96 დარღვევა გამოვლინდა, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში პარლამენტის დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.
დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ხაჯიშვილს აინტერესებდა ბათუმში უკანონო მშენებლობის ფაქტები და მათზე რეაგირების საკითხი.
ბათუმის მერიის მონაცემებით, ყველა დამრღვევის მიმართ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
საანგარიშო პერიოდში, მერიის მონაცემებით, ბათუმში უკანონო მშენებლობისთვის დაჯარიმდა 45 კომპანია, მშენებლობა კი შეჩერდა. ამასთან, 23-მა კომპანიამ უკვე გამოასწორა დარღვევები.
პარლამენტმა ბათუმის განაშენიანების ახალი წესები დაამტკიცა>>
გარდა ამისა, დარღვევების გამო შეჩერდა კიდევ 15 ობიექტის მშენებლობა, ხოლო 27 ობიექტი მშენებლობის აკრძალვის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ბათუმის მერიის მონაცემებით, ასევე საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა მშენებლობის საწყისი პროექტის 64 დარღვევა და დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 13-მა გამოასწორა დარღვევები.
კიდევ 12 ობიექტი დამატებით დარღვევებით მშენებლობის გახანგრძლივების გამო დააჯარიმეს.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - კომისიის სამუშაო შეხვედრა>>
უკანონო მშენებლობა დიდი ქალაქების დიდი პრობლემა გახდა აქტიური მშენებლობებისა და მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის ფონზე.
ქართული კანონმდებლობით, მშენებლობისთვის საჭიროა ქალაქის მერიის ნებართვა და ის კონკრეტული პროექტის მიხედვით, მერიის მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0