https://sputnik-georgia.com/20220927/------------270824782.html
რატომ არ უშვებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში - შსს-ს პასუხი
რატომ არ უშვებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში - შსს-ს პასუხი
Sputnik საქართველო
17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T23:22+0400
2022-09-27T23:22+0400
2022-09-27T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267897743_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_f3e8167c7cc96bfc9c31b71638bdb620.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოწმების პროცედურები და რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზები განმარტა.შსს-ს განცხადებით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო უარი ეთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა >>პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.შემოსვლის წესები„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს.შსს განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.„უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს“, - განმარტეს შსს-ში.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრებზე „საცობების“ მიზეზებზე >>შსს-ს ცნობით, ფასდება პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობა მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობა, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადები და ა.შ.„შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.ამ დროისთვის შსს-ს არ გამოუქვეყნებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ რუსეთის მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267897743_215:0:1415:900_1920x0_80_0_0_ff53c39a385fc568da9b00d966ec4bb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , რუსეთი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , რუსეთი, საზოგადოება
რატომ არ უშვებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში - შსს-ს პასუხი
17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა,
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოწმების პროცედურები და რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზები განმარტა.
შსს-ს განცხადებით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო უარი ეთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.
17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს.
შსს განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.
„უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს“, - განმარტეს შსს-ში.
შსს-ს ცნობით, ფასდება პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობა მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობა, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადები და ა.შ.
„შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის შსს-ს არ გამოუქვეყნებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ რუსეთის მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე.