https://sputnik-georgia.com/20220927/saqartvelosi-rusetidan-atdresiu-80-atasamde-moqalaqe-semovida-270820004.html
საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
Sputnik საქართველო
რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან პოლიციის და სუსის ქვედანაყოფები. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T19:15+0400
2022-09-27T19:15+0400
2022-09-27T22:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267897561_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_0e04fbb5749de0166fc66ab65aecd9b0.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:იქვე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფიც – უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით, აღნიშნულია განცხადებაში.საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია „დარიალი“ (რუსეთის მხრიდან - „ზემო ლარსი“). სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები სწორედ ამ გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან.საქართველოში რუსეთიდან მოხვედრა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავით მესამე ქვეყნებიდან, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს.რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ მალევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.რატომ არ კეტავს რუსეთთან საზღვარს საქართველო? კობახიძის პასუხი >>ამ ფონზე რუსეთთან საზღვრის დაკეტვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ქვეყანაში რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.წყარო - შსსეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267897561_176:0:1376:900_1920x0_80_0_0_2333f91565248b732d2d1dd12523f742.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა
საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
19:15 27.09.2022 (განახლებულია: 22:15 27.09.2022) რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან პოლიციის და სუსის ქვედანაყოფები.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.
საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
17 სექტემბერს 6.986 – 7.406
18 სექტემბერს 6.606 – 6.743
19 სექტემბერს 6.411 – 6.782
20 სექტემბერს 5.603 – 6.199
21 სექტემბერს 6.402 – 6.011
22 სექტემბერს 6.150 – 6.050
23 სექტემბერს 9.307 – 6.214
24 სექტემბერს 9.330 – 6.249
25 სექტემბერს 11.143 – 5.519
26 სექტემბერს 10.804 – 4.947 რუსეთის მოქალაქემ.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
იქვე იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფიც – უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია „დარიალი“ (რუსეთის მხრიდან - „ზემო ლარსი“). სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები სწორედ ამ გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან.
საქართველოში რუსეთიდან მოხვედრა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავით მესამე ქვეყნებიდან, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს.
რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ მალევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.
ამ ფონზე რუსეთთან საზღვრის დაკეტვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ქვეყანაში რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.