რატომ არ კეტავს რუსეთთან საზღვარს საქართველო? კობახიძის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerვითარება საკონტროლო პუნქტ „ყაზბეგზე"
ვითარება საკონტროლო პუნქტ „ყაზბეგზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
გაჩნდა პირველი მონაცემები იმის თაობაზე, რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს და რუსეთთან საზღვრის დაკეტვა პირველ რიგში მათ დააზარალებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რუსეთთან საზღვრის დაკეტვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ქვეყანაში რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს დააზიანებს ამ ადამიანების ინტერესებს", – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, „ამის მიღმაც უამრავი საკითხია, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული".
„ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება, ვითარება კონტროლქვეშაა", – აღნიშნა კობახიძემ.
რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. მალე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.
თუ 4-5 დღის წინ საქართველოში ყოველდღიურად 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, ბოლო ორ დღეს 10-11 ათასი შემოდის. ამასთან, შემოსულების დაახლოებით 60% ქვეყნიდან გადის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ნაკადი ორჯერ გაიზარდა>>
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ საქართველოში, ამიტომ საზღვრის ახლა დაკეტვის მიზეზებს ვერ ხედავს. უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე" (რუსეთთან საზღვარზე) პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.
გომელაურმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე თვითონ ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე და მათ ღვინოს ჩუქნიდა, ახლა კი მისი თანამებრძოლები მოითხოვენ, რომ ისინი საქართველოში არ შემოვუშვათ.
მინისტრის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ძირითადად შემოდიან სახმელეთო საზღვრის გავლით. უფრო იშვიათად ქვეყანაში შემოდიან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე საჰაერო გზით მეზობელი ქვეყნებიდან მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს.
„ზემო ლარსზე“ რუსეთმა სამობილიზაციო პუნქტის გახსნა გადაწყვიტა>>
„სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით, გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე", – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოს ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რადგან გაიზარდა სატრანსპორტო ტვირთნაკადი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0