https://sputnik-georgia.com/20220927/zemo-larsi-samobilizacio-punqti-270800255.html
„ზემო ლარსზე“ რუსეთმა სამობილიზაციო პუნქტის გახსნა გადაწყვიტა
„ზემო ლარსზე“ რუსეთმა სამობილიზაციო პუნქტის გახსნა გადაწყვიტა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ ტერიტორიაზე უახლოეს ხანებში სამხედრო კომისარიატის... 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T12:14+0400
2022-09-27T12:14+0400
2023-07-20T15:47+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ზემო ლარსი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_7ed2e93a5984218076b8266ec9bd0b60.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ ტერიტორიაზე უახლოეს ხანებში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა, ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა დღითი დღე სერიოზულად იზრდება. რუსეთიდან მიგრანტთა ნაკადებმა მნიშვნელოვნად მოიმატა სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ შესვლის უფლება.როგორც ცნობილი ხდება, ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ შს მინისტრი და სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსებს შეხვდა.როგორც გამოცემა The Bell წერს წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურს უკვე გადაეცა იმ მოქალქეთა სია, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან და რომელთა ქვეყნიდან გასვლა არ შეიძლება.
ზემო ლარსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:135:1641:1366_1920x0_80_0_0_6d9afed90b2399972be1b1ecf017bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ზემო ლარსი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ზემო ლარსი , მსოფლიოს ახალი ამბები
„ზემო ლარსზე“ რუსეთმა სამობილიზაციო პუნქტის გახსნა გადაწყვიტა
12:14 27.09.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ ტერიტორიაზე უახლოეს ხანებში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა, ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა დღითი დღე სერიოზულად იზრდება. რუსეთიდან მიგრანტთა ნაკადებმა მნიშვნელოვნად მოიმატა სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ შესვლის უფლება.
როგორც ცნობილი ხდება, ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ შს მინისტრი და სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსებს შეხვდა.
როგორც გამოცემა
The Bell წერს წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურს უკვე გადაეცა იმ მოქალქეთა სია, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან და რომელთა ქვეყნიდან გასვლა არ შეიძლება.