https://sputnik-georgia.com/20220927/sss-sazrvebze-sacobebze-270823322.html
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრებზე „საცობების“ მიზეზებზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრებზე „საცობების“ მიზეზებზე
Sputnik საქართველო
17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან ჯამში შემოვიდა რუსეთის 78.742 მოქალაქე, ხოლო გავიდა რუსეთის 51.643 მოქალაქე. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T22:00+0400
2022-09-27T22:00+0400
2023-08-23T09:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960522_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4072f14462ffb3bbfb53dc009622f94a.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზღვარზე რიგები შემომსვლელების გაძლიერებული შემოწმებით არის გამოწვეული, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.უწყების ცნობით, მთლიანობაში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოვიდა რუსეთის 78.742 მოქალაქე, ხოლო ქვეყნის საზღვრიდან გავიდა რუსეთის 51.643 მოქალაქე.„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო-გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს.საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა>>21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ზემო ლარსთან საქართველოსკენ მიმავალი მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა.ამ ფონზე ქვეყანაში გააქტიურდა ოპოზიციონერების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ნაწილის მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებისადმი საზღვრის ჩაკეტვის ან რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რუსების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960522_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9472aefabb57d514c470c58637f64975.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრებზე „საცობების“ მიზეზებზე
22:00 27.09.2022 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან ჯამში შემოვიდა რუსეთის 78.742 მოქალაქე, ხოლო გავიდა რუსეთის 51.643 მოქალაქე.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზღვარზე რიგები შემომსვლელების გაძლიერებული შემოწმებით არის გამოწვეული, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთლიანობაში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოვიდა რუსეთის 78.742 მოქალაქე, ხოლო ქვეყნის საზღვრიდან გავიდა რუსეთის 51.643 მოქალაქე.
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც პარალელურად რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო-გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს.
21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ზემო ლარსთან საქართველოსკენ მიმავალი მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა.
ამ ფონზე ქვეყანაში გააქტიურდა ოპოზიციონერების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ნაწილის მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებისადმი საზღვრის ჩაკეტვის ან რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რუსების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.