დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 სექტემბერი

CC BY-SA 2.0 / Nicolas Torquet / Soleil et nuagesღრუბლიანი ცა
ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 სექტემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
არამომგებიანი იქნება ხანგრძლივი მსჯელობა, ფიქრი, რადგან შეიძლება დაგაგვიანდეთ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. ასევე საჭიროა ყურადღების მიქცევა ჯანმრთელობისთვის, რადგან უამრავი საქმე გექნებათ. იყავით ყურადღებით, რათა თავიდან აიცილოთ ტრავმები, გაციება, იფრთხილეთ ტექნიკასთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს საჭიროა ისეთი უნარების გამომჟღავნება, როგორიცაა სიზუსტე და გონების მოკრება. არანაირი ვარაუდები, ფანტაზიები – სიტუაციაცა და ადამიანებიც თქვენ ირგვლივ მხოლოდ ფაქტებს მოითხოვენ. არაფერი ისე არ გამოიყვანს გარშემომყოფებს მდგომარეობიდან, როგორც თქვენ მიერ ნათქვამი „მგონია", „ვვარაუდობ", „ვფიქრობ". თუ გსურთ, რომ შეგამჩნიონ, შეგაფასონ, აზრები სტატისტიკის, გრაფიკისა და ციფრების ენაზე უნდა გამოთქვათ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
კურო: დღეს გულგრილი არ იქნებით ციფრებისა და ფაქტების მიმართ. საუბარი შეიძლება იყოს სწავლაზე, რაღაც რთულ გათვლებზე ან შეთანხმების წვრილი შრიფტით დაწერილ პუნქტებზე – ყველაფერში გარკვევას და სათანადო დასკვნების გამოტანას შეძლებთ. სიფრთხილე გმართებთ იმ მხრივ, რომ თქვენი ასეთი გამახვილებული ყურადღება წვრილმანებზე ფუჭად არ დახარჯოთ. იმოქმედეთ და სერიოზულ საქმეებს მიხედეთ.
ტყუპი: დღეს მთავარი როლისთვის არ იბრძოლებთ, მაგრამ შესანიშნავად აჩვენებთ თავს მეორე როლზე. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ მოქმედება გუნდში ან ვინმეს დავალების შესრულება. ერთადერთი პირობაა ის, რომ კარგად უნდა გესმოდეთ პროცესის ლოგიკა: ვინ რას აკეთებს და სამუშაოს რა მონაკვეთზე აგებს პასუხს. დღეს ნამდვილად არაა თქვენთვის განკუთვნილი უტყვი და გულგრილი შემსრულებლის როლი.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. ხართ ძალზე კომუნიკაბელური, სავსე საინტერესო იდეებით, თქვენი კრეატიულობა სათანადო სიმაღლეზეა. საქმიანი კავშირის დამყარების შანსი გაქვთ ყველანაირ, მათ შორის, არაფორმალურ გარემოშიც. ქუჩაში, სადმე დერეფანში, წვეულებაზე – ყველაგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალ კარიერაზე (და შეიძლება, ბედზეც) დიდ გავლენას მოახდეს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
ლომი: დღეს რომელიმე საკმაოდ ამბიციური პროექტის შემუშავებას შეუდექით. საუბარი შეიძლება იყოს როგორც კარიერულ გეგმებზე, ისე პირადი ცხოვრების მოწყობაზე. კარგი დროა იმისთვის, რომ თქვენი ფიქრები და გეგმები ფანტაზიის რიგებიდან პირველად გასაკეთებელ საქმეთა რიგში გადმოიტანოთ. ყველა დეტალი კარგად უნდა გქონდეთ გათვლილი და გააზრებული. ეს იქნება თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
ქალწული: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ინფორმაცია შეიტყოთ, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ. ეს ინფორმაცია შეიძლება შემთხვევით მოისმინოთ, ან სათანადო დასკვნა, გავრცელებული ხმებისა და ჭორების გაანალიზებით, თავად გააკეთოთ. მთავარი ისაა, რომ გარემოებებისა და თქვენი ანალიტიკური უნარების წყალობით ხელში ჩაგივარდებათ გასაღები, რომელიც ახალი მიღწევებისა და წარმატებების კარს გააღებს.
სასწორი: კარგი იქნება დაფიქრება იმაზე, თუ ბოლო დროს რა გააკეთეთ არასწორად, სად დაუშვით შეცდომა. დღეს გამოირჩევით არა მხოლოდ თვითკრიტიკულობით, არამედ ასევე უნარით, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და მიუკერძოებლად შეაფასოთ თქვენი მოქმედებები. შესაძლოა, რაღაც მომენტში აჩქარდით, გზას გადაუხვიეთ ან, უბრალოდ, საქმე ბოლომდე არ მიიყვანეთ. ამის გარკვევა – ესაა პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დროთა განმავლობაში ვითარება გამოასწოროთ.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მორიელი: დღეს რაღაც საკითხში შესაძლოა, არჩევნის გაკეთება დაგჭირდეთ. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ორივე ვარიანტს თავისი თვლასაჩინო პლუსები და მინუსები აქვს? ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, თუნდაც სიტუაცია ამას გაიძულებდეთ. თქვენი გადაწყვეტილება უნდა მომწიფდეს, „დაილექოს". შეიძლება რაღაც კომპრომისი მოძებნოთ, ან სანამ ფიქრობთ, მესამე ვარიანტიც გამოჩნდეს.
მშვილდოსანი: რა ცოდნა და გამოცდილებაც არ უნდა გაგაჩნდეთ, დღეს რაღაც მომენტში მოწაფის როლში აღმოჩნდებით. შესაძლოა, თქვენზე უფრო გამოცდილის კონსულტაცია დაგჭირდეთ, ან ხელმძღვანელობამ პირად კონტროლზე აგიყვანოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ სხვისი ლაპარაკიდან თქვენი სამუშაოსთვის აუცილებელი ცნობები მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს წაგადგებათ სხვისი რჩევების მოსმენა და გახსოვდეთ, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი.
თხის რქა: კარგი დროა იმისთვის, რომ პერსპექტივაზე დაფიქრდეთ. დინებაზე დაუფიქრებლად მიყოლა ის სტრატეგია არაა, რომელსაც თქვენი სიმაღლეზე აყვანა შეუძლია. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება კალაპოტიდან ამოვარდა და წინსვლისთვის დრო აღარ გრჩებათ. დღეს შეგიძლიათ სწორად შეაფასოთ საკუთარი პოტენციალი. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ამჟამინდელ სამუშაოზე თავი უკვე ამოწურეთ. ასეთ შემთხვევაში სჯობს დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ ვითარება.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს არავითარ შემთხვევაში არ ღირს პირადი ურთიერთობებისა და სამუშაოს ერთმანეთში არევა, როგორც არ უნდა გიბიძგოთ ამისკენ სიტუაციამ. შესაძლოა, ვინმემ მოინდომოს თქვენი ჩათრევა რაღაც საქმეში და თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, აუცილებლად ინანებთ. დააზიანებთ ან სამუშაოს ან მეგობრობას და უარეს შემთხვევაში – ორივეს.
თევზები: დღეს უამრავ მოსაზრებას წააწყდებით. სულ უბრალო და მარტივ საკითხზეც კი შეიძლება უთანხმოებები და დაპირისპირებებიც კი მოგიხდეთ. ამასთან, განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ თქვენს ხელმძღვანელ პირებსაც. ამან შეიძლება დაგთრგუნოთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს თქვენი პოზიციები უბრძოლველად დათმოთ – როგორც ამბობენ, ხელმძღვანელობამ უკეთ იცის, ყოველ შემთხვევაში – დღეს.
ყველა ახალი ამბავი
0