დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 სექტემბერი

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს ვარსკვლავები იღბალს, აქტიურობას, გონიერებას გვპირდებიან. არის საფრთხე, რომ თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში გადაიზარდოს. კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის ნებისმიერი მიმართულებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს თქვენი დევიზია უაპელაციო „მე თვითონ". არანაირი განწყობა არ გაქვთ, რომ გარშემომყოფებს მოუსმინოთ, არამცთუ მათი რჩევა გაითვალისწინოთ. ამის გამო თქვენი გადაწყვეტილებები შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, ხოლო გამონათქვამები – თვითკმაყოფილებით სავსე. საქმე ისაა, რომ სულ არ გინდათ საქმის გაფუჭება – პირიქით, მზად ხართ, პასუხისმგებლობა აიღოთ შედეგზე და ეს შედეგი საკმაოდ კარგი იქნება.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2020
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო ადამიანების ორგანიზებისა და მათგან საჭირო შედეგების მიღების უნარში იმალება. სხვანაირად რომ ვთქვათ, თვითონ შრომით გმირობაზე განწყობილი არ ხართ, მაგრამ ეს შრომითი გმირობა შეგიძლიათ გარეშემომყოფების ხელით ჩაიდინოთ. ასე რომ, ორგანიზატორის, კოორდინატორის ან უფროსის სახით დღეს შეუცვლელი ბრძანდებით. თუნდაც არ გქონდეთ არანაირი განსაკუთრებული უფლებები, ამას მაინც მოახერხებთ.
ტყუპი: დღეს შეიძლება ის საქმეები დაგავალონ, რომლებთან გამკლავებაში ეჭვი გეპარებათ. შესაძლოა, მიგაჩნიათ, რომ არ გაგაჩნიათ საკმარისი გამოცდილება, ცოდნა ან უნარები მათ შესასრულებლად. ასეთმა ეჭვებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე, ამიტომ სჯობს, მოიკრიბოთ ნებისყოფა, ეჭვები გააქროთ და საქმეს ისე შეუდგეთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ ეს საქმე სხვას გადააბარეთ ან გადადეთ მისი გაკეთება.
კირჩხიბი: სავსე ხართ ენთუზიაზმით. ნამდვილად გაგიტაცებთ ის საქმე, რასაც გააკეთებთ, თუნდაც არ იყოს ძალზე მნიშვნელოვანი. უცნობია, რის გამო ხდება ეს – თქვენი ამაღლებული განწყობის თუ ძალების მოზღვავების. მთავარი ისაა, რომ ასეთი კარგი განწყობით ყველაფერი მშვენივრად აეწყობა, გარშემომყოფები დაგაფასებენ და დღის განმავლობაში არაერთხელ გკითხავენ რჩევას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
ლომი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამბიციები გახდება. უბრალოდ საქმეებთან გამკლავება საკმარისი არაა – საჭიროა ყველაფრის სხვებზე უკეთესად გაკეთება და თან ეს ყველამ უნდა შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა კარიერაში წინსვლისთვის. ნებისმიერი ნაბიჯი ამ კუთხით ადვილად და ბუნებრივად გამოგივათ. ამასთან გარშემომყოფები ხელს შეგიწყობენ და თქვენს კარიერულ წინსვლას ძალზე დადებითად აღიქვამენ.
ქალწული: დღეს განსაკუთრებით დაგამძიმებთ რუტინული სამუშაო. ძალზე მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იმავე საქმის კეთება. სევდა რომ არ შემოგაწვეთ, ასტროლოგები გირჩევენ, რამე შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში. სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, გარდერობის განახლებაა, თუმცა აჯობებს, თუ სახლის კედლებს გარეთ გახვალთ, შეიცვლით გარემოს და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ – ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.
სასწორი: დღეს შემტევი ხასიათი უნდა გამოაჩინოთ და თუ საჭირო გახდა, მუშტიც უნდა დააბრახუნოთ მაგიდაზე. თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, გარშემომყოფები სწრაფად გადაგწევენ მეორე პლანზე და თქვენს იდეებსა და დამსახურებებს მიითვისებენ. ასე რომ, დღეს სხვა ვარიანტი არა გაქვთ – ან უნდა შეეგუოთ „სათადარიგო სკამზე" ჯდომას, ან აჩვენოთ მტკიცე ხასიათი და მთავარი როლი მოირგოთ.
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2018
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
მორიელი: დღევანდელი დღე ველოსიპედით სიარულს წააგავს – რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით უფრო მეტია წაქცევის რისკი. თუ კარგ ტემპს აიღებთ, აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერი საქმე თქვენ ხელშია. ამიტომ აქტიურად უნდა იმოქმედოთ, მოიკრიბოთ მთელი ძალა, ნებისყოფა. ერთხელ აღებული ტემპი დიდხანს გაგყვებათ და უამრავი საქმის გაკეთებასა თუ გადაკეთებას შეძლებთ.
მშვილდოსანი: დილიდან მუშაობის სურვილი გაგიჩნდებათ. ამისგან თავის დაღწევა ადვილი არ იქნება. იმდენად კონცენტრირებული იქნებით საქმეებზე, რომ ვერაფერი გადაგატანინებთ ყურადღებას, თუნდაც აურზაური ირგვლივ. გამოიყენეთ ეს დღე იმ საქმეებთან გასამკლავებლად, რომლებიც თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული. გუნდში მუშაობა კი არასასურველია – საკუთარ ფიქრებში ჩაფლული გარშემომყოფების აზრებს უბრალოდ ვერ გაიგებთ.
თხის რქა: დღეს თქვენში დიდი ორგანიზატორი გაიღვიძებს, ხოლო ვითარება და გარემო მის გამოვლინებაში შეგიწყობთ ხელს. შეიძლება საჭირო გახდეს დღესასწაულის, პიკნიკის ან რამე სხვა ღონისძიების ორგანიზება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, რომ მსგავს საქმეებს შესანიშნავად წარუძღვეთ. ეს, მართალია, დიდ დროსა და ნერვებს წაიღებს, მაგრამ სამაგიეროდ, სასიამოვნო ბონუსებსაც მოიტანს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2019
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე
მერწყული: არის რისკი, რომ დღეს მკაცრ კონკურენციასა და თქვენზე ზეწოლას წააწყდეთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგას მოუნდეს თქვენი გევრდით „ჩაჩოჩება", ან არაკეთილმოსურნეს - თქვენზე თავდასხმა. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ძალები და ნებისყოფა მოიკრიბოთ და იბრძოლოთ მოპოვებული პოზიციების შენარჩუნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოზიციების აღდგენა საკმაოდ რთული იქნება.
თევზები: ხელი შეიძლება შეგიშალოთ დაუოკებელმა სურვილმა, რომ საქმიანობისას შედეგი უსწრაფესად მიიღოთ. საინტერესო ისაა, რომ აჩქარება პირიქით იმოქმედებს – დაამუხრუჭებს მუშაობას და ვადებში გადაწევს. ასეთი „მუხრუჭები" ნებისმიერ საქმეში და ნებისმიერ ეტაპზე შიძლება მოხდეს. მდგომარეობის გამოსწორებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოუთმენლობისგან გათავისუფლდებით, თუ არა, მაშინ ელოდეთ საქმის გაჭიანურებას.
ყველა ახალი ამბავი
0