https://sputnik-georgia.com/20220825/zodiaqo-sami-nisani-269758902.html
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
Sputnik საქართველო
ამ ნიშნების წარმომადგენელი ქალები ძალიან არიან დამოკიდებული რომანტიკულ ურთიერთობებზე, მათ მარტოობის ეშინიათ. 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T14:33+0400
2022-08-25T14:33+0400
2022-08-25T19:34+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/94/234879479_0:203:3888:2390_1920x0_80_0_0_cf0245d1aed867a38a564eb61daba95a.jpg
რა თქმა უნდა, სიყვარული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მისკენ სწრაფვაში ხანდახან ადამიანები უკიდურესობამდე მიდიან. ბევრი მზადაა რომანტიკული ურთიერთობები პირველივე შემხვედრ მამაკაცთან ჰქონდეს, ოღონდ მარტო არ დარჩეს.ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელი ქალები დამოკიდებული არიან ურთიერთობებზე – როდესაც მამაკაცი გვერდით არ ჰყავთ, ისინი შესაძლოა დეპრესიაშიც ჩავარდნენ.თევზებიწყლის ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს ეშინიათ მარტოობის – მათ პარტნიორი და დამცველი სჭირდებათ, ის, ვინც მათ ნაცვლად აიღებს საკუთარ თავზე პრობლემების გადაჭრას და ყოფით სირთულეებს. ყველაზე მეტად კომფორტულად თევზები მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც რჩეულის თბილი ფრთის ქვეშ არიან, გვერდით ჰყავთ საიმედო, ერთგული, მოსიყვარულე მამაკაცი.თუ ქალ თევზებს ურთიერთობები არა აქვთ, ისინი თავს სუსტად, დაუცველად და მარტოსულად მიიჩნევენ.ამ უსიამოვნო გრძნობისგან სწრაფად გათავისუფლებას ცდილობენ და ამიტომ შეხვედრა შეიძლება პირველივე მამაკაცთან დაიწყონ, რომელიც მოეწონებათ იმ იმედით, რომ ის „საოცნებო პრინცი“ აღმოჩნდება.სასწორისასწორი ქალები ახალგაზრდობიდან გამოირჩევიან სილამაზითა და მომხიბვლელობით. მათ მიმართ მამაკაცების აღტაცებული მზერა არ წყდება, განებივრებული არიან მათი ყურადღებით. ეს ყველაფერი სასწორების თვითშეფასებას ზრდის და მათ თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.და როდესაც რაღაც მიზეზების გამო ქალი სასწორის ცხოვრებაში არ არის მუდმივი პარტნიორი, არც თაყვანისმცემელი, ის დეპრესიაში ვარდება.ამ დროს ისინი კარგავენ ლამაზად ჩაცმის ინტერესს, აღარ უნდათ „გაპრანჭვა“, გარეთ გასვლა; ფიქრობენ, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მაინც არავინ აფასებს. და როდესაც ჰორიზონტზე ახალი კავალერი გამოჩნდება, ისინი მაშინვე უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას.ტყუპიტყუპის ნიშნით დაბადებულ ქალებს ძალიან ხშირად უჭირთ გარკვევა, რა სურთ სინამდვილეში. ერთი მხრივ, ძალზე თავისუფლებისმოყვარული არიან და არ უნდათ, რომ ვინმეს მათზე რამე უფლება ჰქონდეს. მეორე მხრივ კი ჰაერივით სჭირდებათ მამაკაცის ყურადღება, აღმერთებენ ფლირტს, რომანტიკულ ავანტიურებს. შეიძლება ითქვას, რომ ქალ ტყუპს მამაკაცი იმისთვის სჭირდება, რომ თავი სასურველად იგრძნოს, დაიკმაყოფილოს ემოციების წყურვილი.სერიოზული ურთიერთობები მათ ნაკლებად აინტერესებთ.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20180923/saswori-zogadi-daxasiaTeba-libra-zodiac-242190179.html
https://sputnik-georgia.com/20220521/tyupi-zogadi-daxasiateba-zodiaqo-266799195.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/94/234879479_216:0:3672:2592_1920x0_80_0_0_fd44856cc93544be652fa4667191f730.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
14:33 25.08.2022 (განახლებულია: 19:34 25.08.2022) ამ ნიშნების წარმომადგენელი ქალები ძალიან არიან დამოკიდებული რომანტიკულ ურთიერთობებზე, მათ მარტოობის ეშინიათ.
რა თქმა უნდა, სიყვარული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მისკენ სწრაფვაში ხანდახან ადამიანები უკიდურესობამდე მიდიან. ბევრი მზადაა რომანტიკული ურთიერთობები პირველივე შემხვედრ მამაკაცთან ჰქონდეს, ოღონდ მარტო არ დარჩეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელი ქალები დამოკიდებული არიან ურთიერთობებზე – როდესაც მამაკაცი გვერდით არ ჰყავთ, ისინი შესაძლოა დეპრესიაშიც ჩავარდნენ.
წყლის ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს ეშინიათ მარტოობის – მათ პარტნიორი და დამცველი სჭირდებათ, ის, ვინც მათ ნაცვლად აიღებს საკუთარ თავზე პრობლემების გადაჭრას და ყოფით სირთულეებს. ყველაზე მეტად კომფორტულად თევზები მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც რჩეულის თბილი ფრთის ქვეშ არიან, გვერდით ჰყავთ საიმედო, ერთგული, მოსიყვარულე მამაკაცი.
თუ ქალ თევზებს ურთიერთობები არა აქვთ, ისინი თავს სუსტად, დაუცველად და მარტოსულად მიიჩნევენ.
ამ უსიამოვნო გრძნობისგან სწრაფად გათავისუფლებას ცდილობენ და ამიტომ შეხვედრა შეიძლება პირველივე მამაკაცთან დაიწყონ, რომელიც მოეწონებათ იმ იმედით, რომ ის „საოცნებო პრინცი“ აღმოჩნდება.
სასწორი ქალები ახალგაზრდობიდან გამოირჩევიან სილამაზითა და მომხიბვლელობით. მათ მიმართ მამაკაცების აღტაცებული მზერა არ წყდება, განებივრებული არიან მათი ყურადღებით. ეს ყველაფერი სასწორების თვითშეფასებას ზრდის და მათ თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.
23 სექტემბერი 2018, 12:00
და როდესაც რაღაც მიზეზების გამო ქალი სასწორის ცხოვრებაში არ არის მუდმივი პარტნიორი, არც თაყვანისმცემელი, ის დეპრესიაში ვარდება.
ამ დროს ისინი კარგავენ ლამაზად ჩაცმის ინტერესს, აღარ უნდათ „გაპრანჭვა“, გარეთ გასვლა; ფიქრობენ, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მაინც არავინ აფასებს. და როდესაც ჰორიზონტზე ახალი კავალერი გამოჩნდება, ისინი მაშინვე უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას.
ტყუპის ნიშნით დაბადებულ ქალებს ძალიან ხშირად უჭირთ გარკვევა, რა სურთ სინამდვილეში. ერთი მხრივ, ძალზე თავისუფლებისმოყვარული არიან და არ უნდათ, რომ ვინმეს მათზე რამე უფლება ჰქონდეს. მეორე მხრივ კი ჰაერივით სჭირდებათ მამაკაცის ყურადღება, აღმერთებენ ფლირტს, რომანტიკულ ავანტიურებს.
შეიძლება ითქვას, რომ ქალ ტყუპს მამაკაცი იმისთვის სჭირდება, რომ თავი სასურველად იგრძნოს, დაიკმაყოფილოს ემოციების წყურვილი.
სერიოზული ურთიერთობები მათ ნაკლებად აინტერესებთ.