https://sputnik-georgia.com/20220906/dris-astroprognozi-6-seqtemberi-270080957.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 06.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-06T00:15+0400
2022-09-06T00:15+0400
2022-09-06T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249621224_0:91:3316:1956_1920x0_80_0_0_2bdf22adf9a999da66038b924cdb7070.jpg
დღეს 2022 წლის 6 სექტემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.ასტროლოგები მაქსიმალური კონსერვატიზმისკენ მოგიწოდებენ – ირგვლივ მყოფები ახალ პროექტებსა და ინიციატივებს ვერ შეაფასებენ. სჯობს, იმოქმედოთ აუჩქარებლად და ძველ საქმეებს მიხედოთ. არასასურველია ფლირტი და ერთდღიანი რომანის გაბმა, სამაგიეროდ, იდეალური დღეა საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 სექტემბერი>>ვერძი: დღეს ნამდვილი ბიუროკრატი გახდებით. მთელი დღე, შესაძლოა, მიმდინარე საქმეებისა და გეგმების დეტალურ აღწერა–ჩაწერას მოანდომოთ. ეს ძალიან წაგადგებათ. ყველაფრის მოწესრიგების სურვილი დაგეხმარებათ, რომ თანმიმდევრულად დაალაგოთ თქვენი გეგმები, აზრები და გრძნობებიც კი. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც მეგობრული ან სასიყვარულო კავშირით შეიძლება დაგვირგვინდეს.კურო: შესაძლოა, დღეს გარისკვის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ასტროლოგები ამას კატეგორიულად არ გირჩევენ, რადგან შესაძლოა, არ ითვალისწინებდეთ რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორებს, არ გაგაჩნდეთ სრული ინფორმაცია, ან ცუდად გქონდეთ გათვლილი ვარიანტები. ასევე არაა გამორიცხული, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია შეგნებულად მოგაწოდათ. ამიტომ დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.ტყუპი: ეს ის დღეა, როცა თქვენი ინიციატივა დასჯადი შეიძლება აღმოჩნდეს, ან გამოიწვიოს ცუდი შედეგები. ანუ დღეს „ჭკუისკოლოფობას“ უნდა შეეშვათ და ეცადოთ, ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოხვდეთ. სჯობს, ქამელეონს დაემსგავსოთ, „თავი არ გამოყოთ“ და არ დაიწყოთ თქვენი იდეების შეთავაზება, თავს მოხვევა, რადგან ბოლოს რაღაცაში დამნაშავე შეიძლება სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ.კირჩხიბი: დღეს სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ ყველას ყველაფერზე თავი დაუკრათ, გაიღიმოთ და თქვათ „დიახ“. სხვათა შორის, ეს გარშემომყოფებზე ჯადოსნურად იმოქმედებს. დაე, თქვენი ღიმილი ყოველთვის გულწრფელი არ იყოს, ხოლო სიტყვები – გულიდან წამოსული, სამაგიეროდ შედეგად მოიგებთ და მიიღებთ იმას, რაც გულით გწადიათ. თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს.ლომი: მიზანსწრაფულობა და კატეგორიულობა დაგეხმარებათ იმის მიღწევაში, რაც სხვებს არ გამოსდით. კარგი დღეა თამამი გეგმების განხორციელებისთვის, დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. განზრახვაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. ბევრი თქვენგანი მიაღწევს სანუკვარ მიზანს. შესაძლებელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს.ქალწული: შესაფერისი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად. განწყობა სერიოზული გაქვთ, ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ, ცდილობთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. ბევრი თქვენგანი სხვისი შეცდომებიდან ბევრ რამეს ისწავლის. ჰარმონიულად ეწყობა ურთიერთობები ახლობლებთან. საღამოს კარგი იქნება, თუ გაისეირნებთ. ასევე იღბლიანი დროა შოპინგისთვის.სასწორი: ყური უნდა დაუგდოთ გარშემომყოფების რჩევებს, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს საერთოდ არ გჭირდებათ. სხვისმა სიტყვებმა შესაძლოა შეცდომებისგან გიხსნათ ან რამე ღირებული იდეა გაგიჩინოთ. ასე რომ, დაუკვირდით ირგვლივ მყოფი ადამიანების რჩევებს, აზრებს, ფრაზებს, იმ ადამიანებისასაც, რომელთა სიბრძნეში ეჭვი გეპარებათ. ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება შემოქმედებითად დაგმუხტოთ.მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი, განსაკუთრებით, ნოვატორული იდეები თქვენთვის შეინახოთ და არავის გაანდოთ. გარშემომყოფები, დიდი ალბათობით, ამ იდეების არსს ვერ ჩაწვდებიან. შესაძლოა, ვინმემ მიიღოს თქვენი იდეა, მაგრამ დამახინჯებულად წარმოადგინოს ის, შედეგზე კი პასუხისმგებელი თქვენ იქნებით. გაუგებრობები რომ თავიდან აიცილოთ, გაგიჭირდებათ, მაგრამ სჯობს, დუმილი აირჩიოთ.მშვილდოსანი: ასტროლოგები გირჩევენ, ველოსიპედის გამოგონებას შეეშვათ, ბოლოს და ბოლოს, ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს. თუ რამე პრობლემაა, სანამ გადაჭრის საკუთარ ვარიანტს წარადგენთ, ნახეთ, იქნებ ეს საკითხი თქვენამდე სხვებმა უკვე გადაწყვიტეს. სხვისი იდეებით თუ ისარგებლებთ, უამრავ დროსა და ძალას დაზოგავთ. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, ასევე რომანტიკული სიურპრიზი მოგიწყონ.თხის რქა: ღირს, რომ საკუთარი ავტორიტეტის გამტკიცებაზე იფიქროთ. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანების გულებისკენ გზას გახსნის, მაგრამ ამ სიმპათიას საქმით გამტკიცება სჭირდება. მოგიწევთ იმიჯზე ზრუნვა, ინიციატივის ხელში აღება, საინტერესო იდეის წამოყენება ან გარშემომყოფებისთვის სხვა რამე ნიჭის დემონსტრირება. საღამოს შეგიძლიათ სერიოზული საუბრები სხვადასხვა თემებზე საჭირო ადამიანებთან.მერწყული: უმარტივესი საქმეებიც კი დღეს შეიძლება ძლივსძლივობით წაიწიოს წინ. და საქმე მარტო ის არაა, რომ თქვენთვის სატანჯველი გახდება საკითხებზე კონცენტრირება, არამედ ისიც, რომ მოულოდნელად, ცარიელ ადგილზე პრობლემები შეიძლება აღმოცენდეს. მათი გამოსწორების მცდელობა, სავარაუდოდ, უშედეგო იქნება. ამიტომ სჯობს, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ – შედეგი იგივე იქნება, ნერვებს კი დაზოგავთ.თევზები: დღეს ერთი სული გექნებათ, რომ გარშემომყოფებს რაღაც ნოვატორული იდეები და გეგმები გაუზიაროთ, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ეს თანდათანობითა და დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოთ. ჯერ უნდა მოამზადოთ მათი აზრი, შემდეგ კი ნაბიჯ–ნაბიჯ მიაწოდოთ ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში არის რისკი, რომ არასწორად გაგიგონ და მხარდაჭერა არ გამოგიცხადონ, მათ შორის, ახლობლებმაც კი.
https://sputnik-georgia.com/20180424/xarT-Tu-ara-oxunji-horoscope-humore-240186065.html
https://sputnik-georgia.com/20171114/zodiaqos-yvelaze-udreki-da-Seupovari-niSnebi-238147674.html
https://sputnik-georgia.com/20181011/sarZloebis-sayuradRebod-erideT-sadedamTilos-Tu-misi-zodiaqos-niSania-242433737.html
https://sputnik-georgia.com/20220901/zodiaqo-vistvis-iqneba-irbliani-seqtemberi-269925690.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249621224_293:0:3024:2048_1920x0_80_0_0_e64e25e6a0221a907c7c042b3ab33462.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 6 სექტემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ასტროლოგები მაქსიმალური კონსერვატიზმისკენ მოგიწოდებენ – ირგვლივ მყოფები ახალ პროექტებსა და ინიციატივებს ვერ შეაფასებენ. სჯობს, იმოქმედოთ აუჩქარებლად და ძველ საქმეებს მიხედოთ. არასასურველია ფლირტი და ერთდღიანი რომანის გაბმა, სამაგიეროდ, იდეალური დღეა საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად.
ვერძი: დღეს ნამდვილი ბიუროკრატი გახდებით. მთელი დღე, შესაძლოა, მიმდინარე საქმეებისა და გეგმების დეტალურ აღწერა–ჩაწერას მოანდომოთ. ეს ძალიან წაგადგებათ. ყველაფრის მოწესრიგების სურვილი დაგეხმარებათ, რომ თანმიმდევრულად დაალაგოთ თქვენი გეგმები, აზრები და გრძნობებიც კი. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც მეგობრული ან სასიყვარულო კავშირით შეიძლება დაგვირგვინდეს.
კურო: შესაძლოა, დღეს გარისკვის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ასტროლოგები ამას კატეგორიულად არ გირჩევენ, რადგან შესაძლოა, არ ითვალისწინებდეთ რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორებს, არ გაგაჩნდეთ სრული ინფორმაცია, ან ცუდად გქონდეთ გათვლილი ვარიანტები. ასევე არაა გამორიცხული, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია შეგნებულად მოგაწოდათ. ამიტომ დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.
ტყუპი: ეს ის დღეა, როცა თქვენი ინიციატივა დასჯადი შეიძლება აღმოჩნდეს, ან გამოიწვიოს ცუდი შედეგები. ანუ დღეს „ჭკუისკოლოფობას“ უნდა შეეშვათ და ეცადოთ, ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოხვდეთ. სჯობს, ქამელეონს დაემსგავსოთ, „თავი არ გამოყოთ“ და არ დაიწყოთ თქვენი იდეების შეთავაზება, თავს მოხვევა, რადგან ბოლოს რაღაცაში დამნაშავე შეიძლება სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ.
კირჩხიბი: დღეს სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ ყველას ყველაფერზე თავი დაუკრათ, გაიღიმოთ და თქვათ „დიახ“. სხვათა შორის, ეს გარშემომყოფებზე ჯადოსნურად იმოქმედებს. დაე, თქვენი ღიმილი ყოველთვის გულწრფელი არ იყოს, ხოლო სიტყვები – გულიდან წამოსული, სამაგიეროდ შედეგად მოიგებთ და მიიღებთ იმას, რაც გულით გწადიათ. თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს.
ლომი: მიზანსწრაფულობა და კატეგორიულობა დაგეხმარებათ იმის მიღწევაში, რაც სხვებს არ გამოსდით. კარგი დღეა თამამი გეგმების განხორციელებისთვის, დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. განზრახვაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. ბევრი თქვენგანი მიაღწევს სანუკვარ მიზანს. შესაძლებელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს.
ქალწული: შესაფერისი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად. განწყობა სერიოზული გაქვთ, ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ, ცდილობთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. ბევრი თქვენგანი სხვისი შეცდომებიდან ბევრ რამეს ისწავლის. ჰარმონიულად ეწყობა ურთიერთობები ახლობლებთან. საღამოს კარგი იქნება, თუ გაისეირნებთ. ასევე იღბლიანი დროა შოპინგისთვის.
სასწორი: ყური უნდა დაუგდოთ გარშემომყოფების რჩევებს, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს საერთოდ არ გჭირდებათ. სხვისმა სიტყვებმა შესაძლოა შეცდომებისგან გიხსნათ ან რამე ღირებული იდეა გაგიჩინოთ. ასე რომ, დაუკვირდით ირგვლივ მყოფი ადამიანების რჩევებს, აზრებს, ფრაზებს, იმ ადამიანებისასაც, რომელთა სიბრძნეში ეჭვი გეპარებათ. ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება შემოქმედებითად დაგმუხტოთ.
მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი, განსაკუთრებით, ნოვატორული იდეები თქვენთვის შეინახოთ და არავის გაანდოთ. გარშემომყოფები, დიდი ალბათობით, ამ იდეების არსს ვერ ჩაწვდებიან. შესაძლოა, ვინმემ მიიღოს თქვენი იდეა, მაგრამ დამახინჯებულად წარმოადგინოს ის, შედეგზე კი პასუხისმგებელი თქვენ იქნებით. გაუგებრობები რომ თავიდან აიცილოთ, გაგიჭირდებათ, მაგრამ სჯობს, დუმილი აირჩიოთ.
მშვილდოსანი: ასტროლოგები გირჩევენ, ველოსიპედის გამოგონებას შეეშვათ, ბოლოს და ბოლოს, ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს. თუ რამე პრობლემაა, სანამ გადაჭრის საკუთარ ვარიანტს წარადგენთ, ნახეთ, იქნებ ეს საკითხი თქვენამდე სხვებმა უკვე გადაწყვიტეს. სხვისი იდეებით თუ ისარგებლებთ, უამრავ დროსა და ძალას დაზოგავთ. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, ასევე რომანტიკული სიურპრიზი მოგიწყონ.
თხის რქა: ღირს, რომ საკუთარი ავტორიტეტის გამტკიცებაზე იფიქროთ. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანების გულებისკენ გზას გახსნის, მაგრამ ამ სიმპათიას საქმით გამტკიცება სჭირდება. მოგიწევთ იმიჯზე ზრუნვა, ინიციატივის ხელში აღება, საინტერესო იდეის წამოყენება ან გარშემომყოფებისთვის სხვა რამე ნიჭის დემონსტრირება. საღამოს შეგიძლიათ სერიოზული საუბრები სხვადასხვა თემებზე საჭირო ადამიანებთან.
მერწყული: უმარტივესი საქმეებიც კი დღეს შეიძლება ძლივსძლივობით წაიწიოს წინ. და საქმე მარტო ის არაა, რომ თქვენთვის სატანჯველი გახდება საკითხებზე კონცენტრირება, არამედ ისიც, რომ მოულოდნელად, ცარიელ ადგილზე პრობლემები შეიძლება აღმოცენდეს. მათი გამოსწორების მცდელობა, სავარაუდოდ, უშედეგო იქნება. ამიტომ სჯობს, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ – შედეგი იგივე იქნება, ნერვებს კი დაზოგავთ.
თევზები: დღეს ერთი სული გექნებათ, რომ გარშემომყოფებს რაღაც ნოვატორული იდეები და გეგმები გაუზიაროთ, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ეს თანდათანობითა და დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოთ. ჯერ უნდა მოამზადოთ მათი აზრი, შემდეგ კი ნაბიჯ–ნაბიჯ მიაწოდოთ ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში არის რისკი, რომ არასწორად გაგიგონ და მხარდაჭერა არ გამოგიცხადონ, მათ შორის, ახლობლებმაც კი.