დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 სექტემბერი

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 სექტემბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ არ ენდოთ მოვლენების ერთი შეხედვით აუჩქარებელ დინებას. ემოციებმა უცაბედად შეიძლება დაგრიოთ ხელი და ყველაზე არაპროგნოზირებადი მიმართულებით წაგიყვანოთ. ამასთან, დღევანდელი ცვლილებები საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს, ცვლილებების გათვლა კი შეუძლებელი იქნება. თუ არ გიყვართ მოულოდნელობები, სჯობს, სახლიდან გასვლას მოერიდოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 სექტემბერი>>
ვერძი: უზარმაზარი პოტენციალის, ენერგიის, კომუნიკაბელურობისა და შემტევი განწყობის წყალობით წარმატებების მიღწევის ყველანაირი შანსი გაქვთ პრაქტიკულად ნებიმიერ სფეროში. მთავარია, ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ. დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო მარტივია: ბევრი საქმიდან უნდა შეარჩიოთ ყველაზე პერსპექტიული და მიიყვანოთ ის ბოლომდე, სხვა საქმეებს კი ყურადღება არ მიაქციოთ.
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2018
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"
კურო: რისკისა და ჯანსაღი ავანტიურის მოყვარულების დღეა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს, თუმცა ყველა ფაქტორს ვერანაირი თეორია მაინც ვერ გათვლის, ხოლო მოქმედება კი ოდესმე მაინც საჭიროა. გარისკვა მათთვის არის ხელსაყრელი, ვისაც ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ შესაფერის დროს ელოდება. დანარჩენებისთვის კი ეს დღე, უბრალოდ, არაპროგნოზირებულობით იქნება გამორჩეული.
ტყუპი: სულ მალე თქვენთვის ახალი გზები გამოჩნდება. თუმცა ცვლილებები იმ შემთხვევაში გელოდებათ, თუ ეს ნამდვილად გსურთ, მზად ხართ მოქმედებებისთვის. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიფიქროთ გლობალური ნაბიჯები, როგორიცაა, მაგალითად, ახალი სამსახურის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, დრო მიდის და ცხოვრება ერთ ადგილზე არაა გაჩერებული.
კირჩხიბი: შესაძლოა, მოულოდნელად გამოჩნდეს ბედნიერი შესაძლებლობა, რომლის იმედიც დიდი ხანია გადაგეწურათ. ამის წყალობით შეძლებთ რომელიღაც პროექტის განხორციელებას. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს შანსი კარზე დიდი ხმით არ მოგიკაკუნებთ, ამიტომ ყველაფერს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რაც ირგვლივ ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
ზოდიაქო: ვისთვის იქნება იღბლიანი სექტემბერი
ლომი: არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენთვის უჩვეულო საქმიანობა მოგიწიოთ. ამის მიზეზი, შესაძლოა, ვითარებიდან გამომდინარე აუცილებლობა გახდეს, ან გეგმების ჩაშლა და ამის გამო შექმნილი ქაოსი. ასეა თუ ისე, დღეს მოგიწევთ გზადაგზა იმპროვიზირება და ისეთი საკითხების გადაჭრა, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. ეს თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შეიტანს და გასართობადაც კი მოგეჩვენებათ.
ქალწული: დღეს ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ კარიერაზე იფიქროთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ. თუ მოქმედებების გეგმა არა გაქვთ, ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროთ – სჯობს საღამოს, სახლში. სამუშაო ადგილზე კი მოვლენების მიმდინარეობას ადევნეთ თვალი – შესაძლოა, გაჩნდეს შანსი, აჩვენოთ ყველას, თუ რა შეგიძლიათ.
სასწორი: დღეს, შესაძლოა, ნაბიჯის უკან გადადგმა დაგჭირდეთ იმისთვის, რომ შემდეგ წინ წაიწიოთ. თუნდაც გარედან ეს მოჩანდეს, როგორც უკან დახევა, მაინც ხანდახან ასე სჯობს, ვიდრე წლობით დახურულ კარზე კაკუნი. ამ უკან დახევას საერთო არაფერი ექნება გაქცევასთან, ეს უფრო დროებითი ამოსუნთქვა იქნება ომის წინ, რომლის შედეგი გაურკვეველია. კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ, რომ შეტევაზე გადახვიდეთ და წინ გაიჭრათ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
მორიელი: დღეს საინფორმაციო კოლაფსი გელოდებათ – შესაძლოა, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიიღოთ. თქვენ წინაშე ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებული საკითხი დადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ ამაში გარკვევა, თან პარალელურად მოქმედება. თუ ამას შეძლებთ, გარშემომყოფების თვალში დამატებით ქულებს დაიმსახურებთ.
მშვილდოსანი: შესაძლოა, დღეს ძალზე საინტერესო და მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე დათანხმება არ ღირს. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი ავანტიურაში ჩაბმა აქვს გადაწყვეტილი – დაგპირდნენ სამოთხეს იქ, სადაც ეკალ–ბარდიც არ ხარობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არავის უნდა ენდოთ და ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი იყოთ და გახსოვდეთ ანდაზა – ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.
თხის რქა: თქვენი გეგმები დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს. ვითარება ცვალებად გარემოებებთან შეგუებასა და გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღებას მოითხოვს. თუ ამას მოახერხებთ, ნებისმიერი ცვლილების სათავისოდ შემობრუნებას შეძლებთ. მთავარია, მოულოდნელობებისგან ერთ ადგილზე არ გაიყინოთ, თუ თითქმის გადაწყვეტილი საქმეები უცბად კრახის წინაშე აღმოჩნდება.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2019
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს სიზარმაცის შემოტევა გემუქრებათ. არანაირი საქმის გაკეთების ხალისი არ გექნებათ. ხართ აპათიისკენ მიდრეკილი და სულ მცირე სამუშაოს შესრულების სურვილიც კი დაკარგული გაქვთ. რას იზამთ – ეს სიტუაცია უნდა მიიღოთ, თქვენს ორგანიზმსა და გონებას ამოსუნთქვა სჭირდება, ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს. სამაგიეროდ, დასვენებულები მომდევნო დღეებში საქმეებს გაორმაგებული ძალებით შეეჭიდებით.
თევზები: თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ნებისმიერ საქმეში შეგიძლიათ გარისკვა, ხანდახან რისკი ხომ კეთილშობილური რამაა. თუმცა, ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ეს რისკი კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს. იღბალი იმის გვერდით იდგება, ვინც მას ბოროტად არ გამოიყენებს და თავს დაიზღვევს. ანუ ბედს მიენდეთ, მაგრამ იმოქმედეთ კიდეც, თან გააზრებულად და გონივრულად.
ყველა ახალი ამბავი
0