ზოდიაქო: ვისთვის იქნება იღბლიანი სექტემბერი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
იღბალი მოდის და მიდის, მაგრამ მასთან ერთად ადვილია დასახული მიზნების მიღწევა და ბედნიერების მოპოვება. ასტროლოგების აზრით, სექტემბერში ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს სამი ნიშანი იქნება.
სექტემბერში ძალზე მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ და იდილია არ დაარღვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პლანეტაა ნეგატიურ მდგომარეობაში, მაინც ამ თვეში ბევრი პოზიტიური დღე იქნება. ეს დღეებია 3, 5, 9, 16, 18, 23, 24, 29 სექტემბერი.
ესაა მშვიდი თვე, როდესაც ადამიანების უმრავლესობას სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება. განსაკუთრებით იღბლიანი კი სექტემბერი ზოდიაქოს ამ სამი ნიშნისთვის იქნება:
კურო: კუროები ძალზე კარგ განწყობაზე იქნებით. ეს არა მხოლოდ პლანეტებს, არამედ მთლიანად შემოდგომის განწყობას უკავშირდება, რომელიც თქვენში იმედს, სიყვარულს და ოპტიმიზმს სახავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საჭიროა სწრაფად, თამამად და მოურიდებლად მოქმედება, თუმცა ეს თავხედობას არ ნიშნავს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება
შეგიძლიათ გქონდეთ მეგობრების, ნათესავების, კოლეგებისა და ახლობლების დახმარების იმედი. ისინი უბრალოდ არ მოგცემენ დამარცხების საშუალებას. ასტროლოგები თქვენთვის ძალზე პროდუქტიულ და პოზიტიურ პერიოდს პროგნოზირებენ.
სასწორი: მერკური თქვენს ნიშანშია და ეს თავს მშვიდად გაგრძნობინებთ; დაგეხმარებათ განცდებისა და სტრესისგან, უარყოფითი მოგონებებისგან გათავისუფლებაში. გონებისა და სულის ასეთ მდგომარეობაში იღბალი თვითონ „აგედევნებათ“, ეს კი ნიშნავს, რომ ნეგატივი უკან დაიხევს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, დატკბეთ ცხოვრებით და ოცნებას მიჰყვეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2018
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
ნამდვილად არ გაწყენთ დასვენება, თანაც მაქსიმალურად მშვიდი და ზომიერი. არ უნდა გადაიღალოთ, რათა ფორტუნა არ დააფრთხოთ.
თევზები: თქვენ ყველაზე ნაკლებად შეგეხებათ რეტროგრადული მერკურის ზემოქმედება. იქნებით წარმატებული არა მხოლოდ ფულისა და მუშაობის სფეროებში, რომლებსაც ეს პლანეტა მართავს, არამედ ასევე სიყვარულში, ურთიერთობებში. სუპერ-იღბლიანი არა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობაზე ბევრად წარმატებული იქნებით.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
იღბალი არ მიგატოვებთ არცერთი წუთით. ეს კი ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, ახალ გატაცებებში ძალების მოსინჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0