ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან ყველაზე უდრეკი, მტკიცე და შეუპოვარი?
ვერძი
ვერძი ბევრისთვის წარმატების მაგალითია. თუმცა ის ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე ხშირად იბნევა, იწყებს პრობლემის გადაჭრას და საბოლოო მიზანი ავიწყდება. ხანდახან მას მოთმინება და თავშეკავება არ ჰყოფნის, რაც საკუთარი თავისადმი იმედგაცრუებას იწვევს.
კურო
კურო შეუპოვარი მხოლოდ მაშინ არის, როცა საქმე მას და მისი ოჯახის კეთილდღეობას ეხება. ის საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
ტყუპი
ტყუპი ცუდი სტრატეგია, სამაგიეროდ, იდეების საოცარი გენერატორია, რომელთა ხორცშესხმა თავისი მიზნის მიღწევაში ეხმარება. ტყუპს არ აფრთხობს სიძნელეები, რადგან გამოსავალს, თავისი გამჭრიახობის წყალობით, ყოველთვის პოულობს.
კირჩხიბი
კირჩხიბში ნაკლებადაა სიმტკიცე და შეუპოვრობა. მას ეშინია სირთულეების, და ეს წარმატების მიღწევაში უშლის ხელს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კირჩხიბს მოთმინების უზარმაზარი უნარი აქვს. ამ ნიშნის წარმომადგენლები სირთულეებთან არ იბრძვიან, ისინი, უბრალოდ, ელოდებიან მათ ჩავლას.
ლომი
ლომს საკმაოდ მტკიცე ხასიათი აქვს საიმისოდ, რომ სირთულეებს გაუმკლავდეს. ამ ნიშნის შეუპოვრობა მის პოზიტიურ განწყობასა და უკეთესი მომავლის იმედშია.
ქალწული
ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთ უძლიერეს ნიშნად მიიჩნევა. ის ისახავს მკაფიო მიზანს, გეგმავს თავის მოქმედებებს და საქმის ბოლოს წინასწარ პროგნოზირებს. ეს მას ეხმარება, მზად იყოს ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდისთვის.
სასწორი
სასწორს არ ჰყოფნის სითამამე და თავდაჯერებულობა. უსიამოვნებები ცხოვრებაში მას ხშირად დანებებასა და ხელების ჩამოყრას აიძულებს. მაგრამ დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ სასწორი კვლავ ახერხებს ცხოვრებას დაუბრუნდეს.
მორიელი
მორიელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ზოდიაქოს ყველაზე მტკიცე ნიშანი, რომლის დამარცხება თითქმის შეუძლებელია. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ადვილად უმკლავდებიან ყველა უსიამოვნებას და მათი გადალახვით გარკვეულ სიამოვნებასაც იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ მორიელები ბრძოლაში იწრთობიან.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ყველაზე მიზანსწრაფული ნიშანია. მას ყველაფერი გამოსდის. მშვილდოსანი ნებისმიერ საქმეს პოზიტიურად და განწყობით ეკიდება. სწორედ ეს აძლევს მათ ძალას, მიუხედავად სირთულეებისა, მიაღწიონ დასახულ მიზანს.
თხის რქა
თხის რქა ბუნებით ძლიერია. ხანდახან წარუმატებლობას ის რელსებიდან გადაჰყავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერს თავიდან იწყებს და საკუთარ შეცდომებს ითვალისწინებს. ის, რაც თხის რქას არ კლავს, აძლიერებს.
მერწყული
მერწყული შეუპოვარი და უდრეკი მაშინ ხდება, როდესაც მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ბოლომდე მიდიან მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გამო და იმისთვის, რომ იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ.
თევზები
თევზები ცხოვრებისეულ სირთულეებს ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი მოდრეკა არცთუ ისე ადვილია. მათ სჩვევიათ პრობლემებისგან გაქცევა და ჩრდილში გადასვლა, სანამ მათთვის არც ისე კარგი პერიოდია. მათ მტკიცესა და უდრეკს ვერ უწოდებ, მაგრამ მაინც ყოველთვის ზედაპირზე ტივტივებენ.